ჭდე: ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი

მოუსმინეთ ხატია ბუნიათიშვილს ქართული პავილიონის გახსნაზე

მოუსმინეთ ხატია ბუნიათიშვილს ქართული პავილიონის გახსნაზე

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მასპინძელი ქვეყანაა, ამიტომაც მსოფლიოს მთელი ყურადღება ჩვენი ქვეყნისკენ არის მოპყრობილი. ფრანკფურტში ქართული პავილიონი საზეიმოდ გაიხსნა. მისი გახსნის პატივი პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს ერგო. მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი შეკრებილ საზოგადოებას მიხეილ გიორგაძემ წარუდგინა. ხატიამ მსმენელისთვის ოთხი ნაწარმოები შეასრულა, მათ შორის ცნობილი მეგრული სიმღერა “ვა გიორქო მა”.

ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს

ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს

რამდენიმე დღეში გერმანიაში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი გაიხსნება. საქართველო ამ ფესტივალისთვის წელს განსაკუთრებულად მოემზადა. ქართული ანბანი და ლიტერატურა გერმანიაში მთელი თავისი ბრწყინვალებით იქნება წარმოდგენილი. ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს. გერმანიის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოცემამ „Frankfurt spezial“-მა ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში დაგეგმილი გამოფენის პოსტერი დაბეჭდა. გაზეთი 250 ათასიანი ტირაჟით გამოდის და მთელს გერმანიაში ვრცელდება. გაზეთმა ”Offenbach-post”-მა კი […]

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის პრემიაზე ქართული წიგნი მოხვდა

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პრემიაზე “The Beauty and The Book Award“ ქართული წიგნი მოხვდა. ინფორმაციას ილუსტრატორი და დიზაინერი თეონა ჭანიშვილი ავრცელებს და დახმარებას ითხოვს: “მეგობრებო, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, თქვენი ხმები. გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ გამოცემული და ჩემი დიზაინით და ილუსტრაციებით შექმნილი გიორგი ლეონიძის “ნატვრის ხე” ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წლის საუკეთესო წიგნის დიზაინისთვის პრემიის შორტლისტსშია. ძალიან […]