Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

მწერლები სალომე ზურაბიშვილზე: “მან არ იცის ქართული ენა, არ უყვარს და არ ესმის ქართული კულტურა”

მწერლები სალომე ზურაბიშვილზე: "მან არ იცის ქართული ენა, არ უყვარს და არ ესმის ქართული კულტურა"

ასე აფასებენ ქართველი მწერლები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან ფრანკფურტში გამართულ წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძლობასთან დაკავშირებით გააკეთა: “საქართველოს წარმატება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქვეყნის ბოლო ათწლეულების კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამ წარმატების დადებით შეფასებას არ დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტობის “დამოუკიდებელი” კანდიდატი, საქართველოს არაფორმალური მმართველის, ოლიგარქ ბ. ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი ს. ზურაბიშვილი. როგორც მან “კულტურის […]

გამაოგნებელი სიურპრიზი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

გამაოგნებელი სიურპრიზი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დასრულდა და დასრულდა იგი ქართველებისთვის გამაოგნებელი სიურპრიზით. მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ ინფორმაცია გვანცა ჯობავამ გაავრცელა: “გამაოგნებელი სიურპრიზი – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ასე ემშვიდობება საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარს. ყველა ვტირით, ასეთი რამეები არასდროს ხდება შემთხვევით. რამდენი გადაცემის ცერემონიალი მინახავს, რამდენი დახურვა, ასეთი რამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებს არასდროს გაუკეთებიათ, არასდროს!”

აკა მორჩილაძის საამაყო სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

აკა მორჩილაძის საამაყო სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ლიტერატურულმა მასპინძელმა, მწერალმა აკა მორჩილაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოზე, ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე, ქართველ მწერლებზე: “არსებობს დავიწყებული კულტურები, ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად ჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის. მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, […]

ქართული ანბანი ფრანკფურტის მეტროში

ქართული ანბანი ფრანკფურტის მეტროში

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანაა. ამისთვის მზადება საქართველომ კარგა ხნის წინ დაიწყო. ფრანკფურტში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები დაიგეგმა – გამოფენები, პრეზენტაციები, ქართული კინოს ჩვენებები, ქართული ანბანისა და დამწერლობისადმი მიძღვნილი გამოფენები. ფრანკფურტის მეტროში ქართული ანბანი გამოიფინა. ფოტოები გერმანიაში მცხოვრებმა ოპერის მომღერალმა გიორგი ონიანმა გაავრცელა: “ქართული ანბანი ფრანკფურტის მეტროში! მომენტი, როცა გული სიამაყით გევსება.”

ირაკლი კაკაბაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ბოიკოტს უცხადებს

ირაკლი კაკაბაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ბოიკოტს უცხადებს

მწერალი ირაკლი კაკაბაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ბოიკოტს უცხადებს და ამის მიზეზსაც განმარტავს. ირაკლი კაკაბაძე: “რატომ არ წავალ ფრანკფურტში “წიგნის ვაჭრობაზე”. 1. 2009 წელს უკვე ნამყოფი ვარ ფრანკფურტის წიგნის “ვაჭრობაზე”. მაშინ პიტერ რიპკენმა პერსონალური სტენდი მომიწყო და პერფორმანსიც მქონდა იქანა. მადლობელი ვარ ამისათვის და ახლა მინდა ჩემს ადგილას ახალგაზრდა ავტორი წევიდეს იქანა, თქვენ ხართ ჩემი ბატონები. […]

შოთა რუსთაველი და “ვეფხისტყაოსანი” საკოლექციო სერიაში

შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი და მისი “ვეფხისტყაოსანი” 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ორიგინალურდ იქნება წრმოდგენილი. საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარსადგენად კომპანია „გეოპლანტი“ ამზადებს „პრინცი გურიელი“-ს საკოლექციო სერიას „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“. ამ საკითხთან დაკავშირებით, 30 იანვარს, 13:00 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლესა და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ მწარმოებელ კომპანია „გეოპლანტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის თანახმად, ხელოვნების სასახლე კომპანია […]

ნაირა გელაშვილი: “პირადად ბოდიშს ვიხდი”

„რას მაგონებს ეს სიტუაცია?“

ამბობს მწერალი ნაირა გელაშვილი და საგანგებო მიმართვას ავრცელებს: “ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, ბატონო ბიძინა ივ.. უპირველეს ყოვლისა, თქვენი დამსახურებაა მთელს ქვეყანაში გამეფებული უპატრონობის ატმოსფერო, რომელსაც თქვენ ვეღარ გრძნობთ, რადგან სახელისუფლო შენობებს სქელი კედლები აქვთ და ხალხის ვაებისა და პროტესტის ხმებს ტრადიციულად ცუდად ატარებს. (ბატონო ბიძინა, თქვენ კი ალბათ […]

დათო ტურაშვილს ექიმების დახმარება დასჭირდა

დათო ტურაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა. კულტურის სამინისტროში მწერალი სიტყვით უნდა გამოსულიყო, რა დროსაც თავი ცუდად იგრძნო. ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა მწერალს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კულტურის სამინისტროში შეხვედრა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემლობებთან დაგეგმა.

“საქმე ისე არ არის, როგორც აგორდა”

ირაკლი ჟვანიას წერილი მიხეილ გიორგაძეს

აცხადებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის თემას ეხმაურება: “ყველაზე მთავარია ამ მომენტისთვის, რომ ჭორებს და ბრალდებებს დაესვას წერტილი. გაირკვა, რომ საქმე ისე არ არის, როგორც აგორდა სოციალურ მედიაში. ორშაბათს კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ ყველა მხარის მოვალეობებს ამ პროექტში, რომ არ იყოს სხვადასხვა ინტერპრეტაციები. არ შემიძლია ჩემი წუხილი […]

“მანანა ბერიკაშვილი გავიდა პროექტიდან”

მანანა ბერიკაშვილი ბებია გახდა

დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ ეს განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხს შეეხებოდა: “ძალიან ემოციური და გულწრფელი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ყველანი საერთო პასუხისმგებლობიდან გამოვედით, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობა, ფრანკფურტის ბაზრობაზე, ამ ვეებერთელა პლატფორმაზე, არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ მთლიანად საქართველო წარსდგეს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩართულობას ამ პროცესში, რადგან […]