ფოტოგამოფენა

თიბისი გალერეაში საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნება

გიორგი ლაღიძის გამოფენა თიბისი გალერეაშია

23 იანვარს თიბისი გალერეაში ელენე ბლუაშვილის ფოტოგამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული 50 ფოტო. 28 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ელენე ბლუაშვილის გამოფენა მისმა მეგობრებმა ფოტოხელოვანის 30-ე დაბადების დღეს მიუძღვნეს. გამოფენა საქველმოქმედოა. შემოსული თანხა მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრების ბინადრებს მოხმარდება. ელენე ბლუაშვილის ფოტოების გამოფენა თიბისი გალერეაში 30 იანვრამდე გაგრძელდება.

ლიტერატურის მუზეუმში ფოტოგამოფენა გაიხსნება

ლიტერატურის მუზეუმში ფოტოგამოფენა გაიხსნება

23 იანვარს ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ფოტოგამოფენას “ძველსა და ახალ ბორჯომში”. გამოფენა მომზადდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოფონდებში დაცულ ისტორიული მასალების საფუძველზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ისტორიულ მეხსიერებაში შენარჩუნების აუცილებლობას გულისხმობს. თქვენს თვალწინ დოკუმენტური სიზუსტით გაცოცხლდება ძველი ციხე-სიმაგრეები, ეკლესიები, […]

ისტორიის მუზეუმში ფოტონამუშევრები გამოიფინება

ისტორიის მუზეუმში ფოტონამუშევრები გამოიფინება

9 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ნინო ზარდალიშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციას,,ზღაპარი, ემოცია და ადამიანი” ეწოდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთხი ფოტოგრაფიული სერია სახელწოდებებით ,,სიზმრები და ზღაპრები”, ,,ფერები”, ,,ჩრდილების გარეშე” და ,,სხეულის პლასტიკა”. ოთხივე მათგანი ავტორის ინოვაციური მიდგომით შეიქმნა და კონცეპტუალურ და არაკონცეპტუალურ ნამუშევრებს აერთიანებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ინტერიერში, ექსტერიერსა და ატელიეში გადაღებული 26 […]