ფოლკლორის ცენტრი

გიორგი უშიკიშვილის ბრალდებას ფოლკლორის ცენტრი პასუხობს

გიორგი უშიკიშვილი მოგზაურობას იწყებს

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მისი ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი უშიკიშვილის ბრალდებებს პასუხობს. გიორგი უშიკიშვილმა თავისი ტრადიციული რუბრიკა გადაცემაში “სხვა შუადღე” უნიკალურ ქართულ საგანძურს – ქართულ ფოლკლორს და მის ოქროს ფონდს მიუძღვნა. ფოლკლორის ცენტრთან დაკავშირებით, გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა: “ეს არის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, სადაც რამდენიმე წელი ვიმუშავე. ამ მუშაობის პერიოდში შევქმენით ძალიან ბევრი საარქივო ნიმუში. ფაქტობრივად, […]

გიორგი უშიკიშვილის ბრალდებები ფოლკლორის ცენტრს

გიორგი უშიკიშვილის ბრალდებები ფოლკლორის ცენტრს

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი ცენტრის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ახალ ბრალდებებს საჯაროდ უყენებს და დასმულ კითხვებზე პასუხს ითხოვს. გიორგი უშიკიშვილი: “ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ავტომობილით Kia optima (URU 445), რომელიც ჩემს დროს შევიძინეთ და მე დავდიოდი რეგიონებში, ახლა ამ მანქანით ცენტრის დირექტორის ცოლი რატომ დადის? (საჭესთან თავად ზის და ამ წუთას რუსთაველზე ჩამიარა). ანუ […]

ფოლკლორის ცენტრში ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ფოლკლორის ცენტრში ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

22 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ბათირა არაბულის წიგნის „ბათირა არაბული – მითებში შობილთა მემკვიდრე” პრეზენტაცია. ეს წიგნი „რიჟა” ბათირას ფიქრიანი განსჯის შედეგია, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემული. მასში შესულია მისი ლექსები, წერილები, ჩანაწერები. მხოლოდ და მხოლოდ არაბულების (შვიდის) მოგონებები და ტარიელ ფუტკარაძის ორი წერილი ხევსურეთის შესახებ. ეს წიგნი დასტურია იმისა , […]

უხუცეს ლოტბარს კონცერტს მიუძღვნიან

უხუცეს ლოტბარს კონცერტს მიუძღვნიან

92 წლის უხუცეს ლოტბარს ანდრო სიმაშვილს თელავის თეატრში კონცერტს მიუძღვნიან. საღამო 20 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით გაიმართება. ცნობილი მომღერალი და ლოტბარი სიმაშვილების მომღერალი გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. ის სოფელ ართანას მკვიდრია. თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევნიშვილთან, სტუდენტობის დროს კი ფირუზ მახათელაშვილის გუნდში. მოგვიანებით ანსამბლ “ართანის” […]

გორში ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნა

გორში ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა წარმომადგენლობა გორში გახსნა. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ […]

ფოლკლორის ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

ფოლკლორის ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 5 მარტიდან ახალი პროექტი დაიწყო. ცენტრის ინიციატივით იწყება შეხვედრები საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან. ყოველი თვის პირველ კვირას საზოგადოებას საშუალება ექნება შეხვდეს, მოუსმინოს და გაესაუბროს მისთვის საყვარელ ადამიანებს, თავად დაუსვან მათ შეკითხვები და საღამო საინტერესოდ გაატარონ. შეხვედრებზე მისული საზოგადოება ასევე მოისმენს სიმღერებს, რომლებსაც შეასრულებენ ხალხური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. ფოლკლორის ცენტრის აზრით, შემოქმედებით […]

ძველი ტრადიციული სამოსი ფოლკლორის ცენტრში გამოიფინება

ძველი ტრადიციული სამოსი ფოლკლორის ცენტრში გამოიფინება

18 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ,,გალერეაში” გაიხსნება გამოფენა ,,ძველი ტრადიციული სამოსი”. ქართული ტრადიციული სამოსი, ზოგადკავკასიურთან მრავალი საერთოს მიუხედავად, თავისებური, მრავალფეროვანი გარემოპირობებზე მორგებული და განსხვავებულია. ქართული ტრადიციული სამოსის უძველესი ნიმუშები საქართველოს მთიანეთმა შემოინახა. თარგვის ორიგინალობით, შესრულების ხელოვნებით, ფერთა შეხამებით, ორნამენტებით, სამკაულებით მორთვის ტექნიკით, მთელ კავკასიაში ბადალი არ მოეძებნება ხევსურულ ტალავარს. გამოიფინება ქალისა და მამაკაცის სამოსი, […]

გიორგი უშიკიშვილი: “ერთი კლანის ხელშია ყველაფერი!”

გიორგი უშიკიშვილის პროტესტი

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი სამსახურიდან გათავისუფლების ერთ წელს აფასებს: “ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სამსახურიდან გამათავისუფლა, გურამ ოდიშარიამ ოფიციალურად, თუმცა ყველამ იცის, ვინ იყო ჩარეული ამ ამბავში. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ჩემთვის ძალიან კარგი რამ მოხდა. ყველა ხვდება და მალე მიხვდება, ვინ რისი გამკეთებელია და ვის რისი […]

დიმიტრი ხვთისიაშვილი: ნუ გვიყენებთ სკანდალებისთვის!

დიმიტრი ხვთისიაშვილი: ნუ გვიყენებთ სკანდალებისთვის!

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს და სთხოვს, ნუ გამოიყენებენ მათ სკანდალის ასაგორებლად: “ინტერნეტსივრცეში გაჟღერებული დაპირისპირების შესახებ მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და ფოლკლორის ცენტრს შორის საფუძველს მოკლებულია. შესაძლებელია მოხდა რაღაც შეუთანხმებლობა და არაკოორდინირებული მუშაობა, თუმცა მოზარდ მაყურებელთა თეატრს ფოლკლორის ცენტრისთვის არც ოფიციალური წერილით მიუმართავს და არც რაიმე ტიპის ხელშეკრულება გაუფორმებია მათთან გამოფენის გამართვასთან […]

ფოლკლორის ცენტრმა მოზარდმაყურებელთა თეატრი მოატყუა

ფოლკლორის ცენტრმა მოზარდმაყურებელთა თეატრი მოატყუა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი მოატყუა. როგორც თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თათია პაქსაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ყურადღება! ყურადღება! ფოტო-გამოფენა-აქცია “გამოდი! ძალა არა ძალადობაშია!” ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზის ნაცვლად გაიმართება 8 დეკემბერს მოზარდმაყურებელთა თეატრის ფოიეში. ადგილი აქვს ფაქტს, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებდით და წარმოვიდგენდით! საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის […]