ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

ფოთში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

ფოთში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

ფოთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. წარმომადგენლობის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთის არჩილ ხორავას სახელობის ხელოვნების სასწავლებელში ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა “მახარია” და ,,კოლხი ბიჭების” უფროსმა და უმცროსმა თაობამ. მათ ქართული ხალხური (მეგრული) სიმღერები შეასრულეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა […]

საქართველოში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი იწყება

საქართველოში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი იწყება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი“ მთელ საქართველოში ჩატარდება. ფესტივალი მაისის ბოლოს დაიწყება. საზეიმო გახსნა დაგეგმილია კახეთში. ღონისძიებები გაგრძელდება ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამცხე ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, ზემო სვანეთში, იმერეთში და დასრულდება თბილისში. ფესტივალი მოიცავს ქართული ტრადიციული ხელოვნების ისეთ დარგებს, როგორიცაა ხალხური სიმღერა, ტრადიციული […]