ფიროსმანი

ფიროსმანის ახალი კატალოგი გამოცემულია

ფიროსმანის ახალი კატალოგი გამოცემულია

ნიკო ფიროსმანის შემოქმედება კიდევ ერთ ახალ ალბომში გაერთიანდა. 23 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ფიროსმანის დარბაზში, გაიმართება ალბომ-კატალოგის „ფიროსმანის” პრეზენტაცია. ალბომ-კატალოგში შესულია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით დამზადებული უმაღლესი ხარისხის რეპროდუქციები, ფიროსმანის შემოქმედების მკვლევარების ბენო გორდეზიანის, გერონტი ქიქოძის, კირილ ზდანევიჩის, კოლაუ ჩერნიავსკის, ერასტ კუზნეცოვის, გასტონ ბუაჩიძის ნაშრომები, ტიციან ტაბიძისა და გრიგოლ რობაქიძის ესეები. […]

ფიროსმანის ნახატი კრისტის აუქციონზე გაიყიდება

ფიროსმანის ნახატი კრისტის აუქციონზე გაიყიდება

ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აუქციონზე გაიყიდება. ლონდონში კრისტის აუქციონზე ქართველი მხატვრის ნამუშევარს გასაყიდად პირველ ივნისს გაიტანენ. ნახატის საწყისი ფასი 800.000-დან 1.200.000 ფუნტ სტერლინგამდეა. ამ დრომდე ნიკალას ნამუშევარი კერძო კოლექციაში იყო დაცული. “არსენალის მთა ღამით” 1907-1908 წლებშია შექმნილი. ის 2010 წელს ლონდონის მაკდუგალის აუქციონზე 1.100.000 ფუნტად გაიყიდა.

ფიროსმანის ნახატები წინანდალში გამოიფინება

ფიროსმანის ნახატები წინანდალში გამოიფინება

გენიალური ნიკალას ნამუშევრებით წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგაზაფხულო სეზონი გაიხსნება. შუბერტი, ყანჩელი, შოსტაკოვიჩი და ფიროსმანი – ასეთია ექსპოზიციის ორგანიზატორთა მიერ დაგეგმილი საღამოს საზეიმო გახსნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და წინანდლის სახლ-მუზეუმი წარმოადგენს ერთობლივ გამოფენას „ფიროსმანი წინანდალში“. ექსპონირებული იქნება მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცული ფიროსმანის 13 ნამუშევარი, პაბლო პიკასოს “ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი” და ფიროსმანის სხვადასხვა პერიოდის საგამოფენო […]

ფიროსმანის ნახატები ქუთაისშია

ფიროსმანის ნახატები ქუთაისშია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი პროგრამის „მუზეუმების კოლექციიდან“ ფარგლებში ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში პირველად გამოიფინა ფიროსმანის მირზაანის კოლექცია. გამოფენა ოფიციალურად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ გახსნა. ექსპოზიციაზე ფიროსმანის 13 ნამუშევარი, პაბლო პიკასოს “ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი” და სხვადასხვა წლებში განხორციელებული ფიროსმანის გამოფენათა ამსახველი აფიშებია წარმოდგენილი. პროგრამა „მუზეუმების კოლექციიდან“ 2015 წლის იანვარში […]

ფიროსმანის ნამუშევრებს რესტავრაცია ესაჭიროება

ფიროსმანის ნამუშევრებს რესტავრაცია ესაჭიროება

მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის ორი ნამუშევარი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ნიკალას ნახატებს „ქალი სააღდგომო კვერცხებით“ და „შოთა რუსთაველი“ რესტავრაცია ჩაუტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეროვნული სააგენტოს მუზეუმებში არსებული მოძრავი ძეგლების ინვენტარიზაცია, კატალოგიზაცია და რესტავრაციაა. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექციის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, […]

პიკასოს ფიროსმანი ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

პიკასოს ფიროსმანი ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

15 მარტს ხელოვნების სასახლეში ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის პაბლო რუის ი პიკასოს მიერ 1972 წელს შექმნილი ფიროსმანის უნიკალური გრაფიკული პორტრეტი გამოიფინება. მასთან ერთად ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მირზაანში მდებარე ნიკო ფიროსმანიშვილის სახლმუზეუმში დაცული ფიროსმანის 15 ორიგინალი. მირზაანის აღნიშნული კოლექცია, თბილისში 1978 წლის შემდეგ პირველად იფინება. ხელოვნების სასახლეში ასევე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ფიროსმანის პერსონალური […]

,,ფიროსმანი” სოფიაში აჩვენეს

,,ფიროსმანი” სოფიაში აჩვენეს

ქართველი კინორეჟისორის გიორგი შენგელაიას ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი “ფიროსმანი” სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. ქართველ გენიალურ მხატვარზე გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ასევე მხატვარი ავთო ვარაზი ასრულებს. ფილმმა ფესტივალი ოფიციალურად გახსნა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალზე მოეწყო ქართული კინოკლასიკის დღეები, გაიმართა ქართული კინოკლასიკის ჩვენებები, მათ შორის, ოთარ იოსელიანის „გიორგობის თვე“, ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, თენგიზ აბულაძის […]