ჭდე: პავლე ნოზაძე

პავლე ნოზაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

პავლე ნოზაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

20 იანვარს, 20 საათზე, საქართველოს დამსახურებული არტისტის, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის პავლე ნოზაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება. მოზარდ მაყურებელთა თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის სასცენო მოღვაწეობა ხუთ ათეულ წელს ითვლის. იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბორჯომის სახალხო თეატრში, მეტეხის, ახმეტელის, ქართული ნოველის თეატრებში. გადაღებულია არაერთ ქართულ ფილმში. თეატრსა და კინოში მის მიერ შექმნილი სახეების არასრული სია: […]

პავლე ნოზაძე 70 წლის იუბილეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში აღნიშნავს

პავლე ნოზაძე

საქართველოს დამსახურებული არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიისა და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი პავლე ნოზაძე 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილარი მსახიობის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 20 იანვარს 19 საათზე მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართება. საიუბილეო საღამოს პირველი მოქმედება დაეთმობა სპექტაკლს “არ დამივიწყო”, ხოლო მეორე მოქმედებაში წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები ფილმებიდან და სპექტაკლებიდან “დიდრო”, “მე ვხედავ მზეს”, “ირინეს ბედნიერება”. […]