პატარა თუთარჩელა

ასე ჟღერს ჯანსუღ კახიძის “მრავალჟამიერი” ორღანის თანხლებით

მოგისმენიათ ჯანსუღ კახიძის "მრავალჟამიერი" ორღანის თანხლებით?

“მრავალჟამიერი”, “მოვა მაისი”, “მგზავრული”, “წამოკრული”, “ოღონდ შენთან მამყოფინა”, “მთაწმინდის მთვარე”, “ჰერიო ბიჭებო”, “საზამთრო” – ეს ჯანსუღ კახიძის სიმღერების არასრული ჩამონათვალია. “პატარა თუთარჩელამ” მისი ხელმძღვანელის თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში, ქალაქ ლუცერნში ჯანსუღ კახიძის “მრავალჟამიერი” გრანდიოზულ ორღანთან ერთად შეასრულა და ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებს სულ სხვა ჟღერადობა მიანიჭა.  

გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” ასეთი შესრულებით ჯერ არ მოგისმენიათ

გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლები" ასეთი შესრულებით ჯერ არ მოგისმენით

გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” კომპოზიტორის შემოქმედების ერთ-ერთი გენიალური ნამუშევარია. ნაწარმოებს სხვადასხვა დროს ასრულებდნენ ცნობილი მომღერლები, თუმცა შესრულება, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ყველაზე ტკბილი და უსაზღვროდ სასიამოვნოა. “პატარა თუთარჩელა” და მისი ხელმძღვანელი თამარ ბუაძე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებას განსაკუთრებული სიფრთხილით და სიყვარულით ეკიდებიან. მომღერლებმა გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” სტამბოლის აეროპორტში კუთვნილი რეისის მოლოდინში შეასრულეს.