ჭდე: პატარა გეორგიკა

ოქროს დიპლომი „პატარა გეორგიკას“

“არტ ინფო” უკვე წერდა, რომ ანსამბლი “პატარა გეორგიკა” მონაწილეობს ბერლინში გამართულ მეექვსე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში Grand prix of Nations Berlin 2017, სადაც გრან პრის ფინალისტი გახდა. რატი ჯულაყიძის და ნინო ქუმსიშვილის აღსაზრდელებმა ფესტივალზე ოქროს დიპლომი მოიპოვეს. ბერლინის გუნდური მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე 30 ქვეყნის გუნდებს შორის “პატარა გეორგიკა” მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. გამარჯვება ანსამბლმა […]

,,პატარა გეორგიკა” გრან პრის ფინალისტია!

ანსამბლი “პატარა გეორგიკა” ბერლინში გამართული მეექვსე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის გრან პრის ფინალისტია. “პატარა გეორგიკა” თბილისის მეექვსე საავტორო სკოლის ანსამბლია, რომელსაც რატი ჯულაყიძე და ნინო ქუმსიშვილი ხელმძღვანელობენ. ანსამბლს არაერთი საერთაშორისო წარმატება აქვს მოპოვებული. Grand Prix of Nations Berlin 2017 – ასე ეწოდება სიმღერის საერთაშორისო კონკურსს, სადაც პატარა მომღერლებმა ქართული მრავალხმიანობა ააჟღერეს. ქართული ხალხური სიმღერების გარდა, “პატარა […]

,,პატარა გეორგიკა” საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებული ბავშვთა შერეული გუნდი „პატარა გეორგიკა“ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. გუნდი, რომელიც 5 წელია არსებობს და 6-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს აერთიანებს, ესპანეთიდან მთავარი პრიზით ხელდამშვენებული დაბრუნდა. „პატარა გეორგიკა“ ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში “The  Place  Of  Holiday“ მონაწილეობდა და პირველი პრემიის ლაურეატიც გახდა. „პატარა გეორგიკა“ არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და […]