ჭდე: პანტომიმის თეატრი

პანტომიმის თეატრი სომხეთში მიდის

პანტომიმის თეატრი: "დღეს ჩვენ ყველაზე ძალიან გვიჭირს"

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი გასტროზე სომხეთში მიდის. თეატრის დასი სომხეთის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალზე 10 აგვისტოს გაემგზავრება. ქართველი მიმები ფესტივალზე სპექტაკლს “კრიმანჭული” წარადგენენ. ეს სპექტაკლი ამირან შალიკაშვილის შედევრია, რომელიც 90-იან წლებში შეიქმნა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 7 გრანპრის მფლობელი ”კრიმანჭული” არის კომედია ქართულ პანტომიმაში. მაესტრო ამირან შალიკაშვილი კი მასტერკლასს ჩაატარებს სახელწოდებით ”ქართული პანტომიმის […]

“ნუ ფიქრობთ პანტომიმის თეატრის განადგურებას!”

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი ნახევარ საუკუნეზე მეტია ქართულ კულტურას ემსახურება. მისმა დამაარსებელმა ამირან შალიკაშვილმა მთელი ცხოვრება საყვარელ საქმეს მიუძღვნა და არაერთი თაობა გაზარდა. პანტომიმის თეატრთან დაკავშირებით, თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი JUNIOR საუბრობს: “ეს ყველაფერი დაიწყო 1962 წლიდან! შალიკაშვილმა შემოიტანა საქართველოში მსოფლიო ხელოვნება და თავისი სტილი დაამკვიდრა. დღეს, მე რასაც ვუყურებ, ქართული თეატრის დიდი ნაწილი პანტომიმით […]

საქართველოს მეფეებს პანტომიმის მსახიობები ბათუმში გააცოცხლებენ

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობები საქართველოს მეფეებს ზაფხულის პერიოდში ბათუმში გააცოცხლებენ. ორიგინალური პროექტის “რომელმან შექმნა სამყარო” რეჟისორი და იდეის ავტორია ამირან შალიკაშვილი jUNIOR: “ეს პროექტი, რომელიც თბილისობას შედგა, ზაფხულის პერიოდში ჩატარდება ბათუმში ტურისტებისთვის, რათა საქართველოს მეფეების ისტორია გავაცნოთ სტუმრებს… “რომელმან შექმნა სამყარო” წარმოდგენილი იქნება “ჰესტოკ ბათუმში”, საბაგიროზე შაბათ-კვირას საღამოს საათებში.” ბათუმში ჩასული სტუმრებისთვის პანტომიმის თეატრის […]

პანტომიმის თეატრი 23 წლის თათია დგებუაძის დასახმარებლად

პანტომიმის სახელმწიფო თეატრი 23 წლის თათია დგებუაძის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლს ითამაშებს. კვირას, 5 ივნისს მაყურებლისთვის “ლუარსაბი” იქნება წარმოდგენილი. საქველმოქმედო სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება და დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. თათია დგებუაძეს დაუდგინდა ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე (იუნგის სარკომა). მისი მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თათიას სჭირდება გამოკვლევები და ქიმიოთერაპიის არაერთი კურსი, ხოლო ამის შემდგომ კი აუცილებელია […]

პანტომიმის თეატრმა უპრეცედენტო პროექტი განახორციელა

პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა უპრეცედენტო პროექტი განახორციელა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე თეატრის მსახიობები უჩვეულო ფორმით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. ეკოლოგია, ბუნება, გამწვანება, განათლება, მეგობრობა, სიყვარული – ეს იყო თემები, რომლებიც მიმებმა კოსტიუმირებულად გააცოცხლეს. იდეის ავტორი ამირან შალიკაშვილი ჯუნიორია, გრიმი ანუკა მურვანიძე და მისი ჯგუფი; კოსტუმების დიზაინი ლაშა დევდარიანი; რეჟისორები დავით შალიკაშვილი, ლუკა ჩხაიძე; მსახიობები ნინო ლორთქიფანიძე, […]

პანტომიმის თეატრი იუბილარია

პანტომიმის თეატრი: "დღეს ჩვენ ყველაზე ძალიან გვიჭირს"

პანტომიმის თეატრი იუბილარია. 13 მაისს მისი დაარსებიდან 51 წელი სრულდება. საქართველოში პანტომიმის თეატრის დაფუძნება მაესტრო ამირან შალიკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული. 1961 წელს ამირან შალიკაშვილმა ჩამოაყალიბა პანტომიმის ჯგუფი, რომელმაც 1965 წლის 13 მაისს ითამაშა პირველი სპექტაკლი „ესეც ასე“. ამავე წელს ამირან შალიკაშვილი შეხვდა მსოფლიოში სახელგანთქმულ ფრანგ პანტომიმის ოსტატს მარსელ მარსოს. 1970 წლიდან ამირან შალიკაშვილი სათავეში ჩაუდგა […]

პანტომიმის თეატრი უფასო სპექტაკლებს ითამაშებს

პანტომიმის თეატრი: "დღეს ჩვენ ყველაზე ძალიან გვიჭირს"

პანტომიმის სახელმწიფო თეატრი უფასო სპექტაკლების თამაშს იწყებს. 7 მაისიდან 9 აპრილის ბაღში, იმ ადგილას, სადაც ამირან შალიკაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს და სადაც პანტომიმის თეატრი უნდა აშენდეს, მიმები მაყურებლებისთვის წარმოდგენებს გამართავენ. უფასო სპექტაკლები შაბათობით გათამაშდება. პირველი სპექტაკლი 7 მაისს იქნება წარმოდგენილი. პანტომიმის თეატრის დასი რეჟისორ ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს “მხიარული მიმები” ითამაშებენ. უფასო სპექტაკლების განრიგი ასეთია: […]

პანტომიმის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

პანტომიმის სახელმწიფო თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს. ქალაქ თბილისის მერიამ ამ თანამედებობაზე ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი დაამტკიცა. ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი ბავშვობიდანვე უნიკალურ ატმოსფეროში პანტომიმის ხელოვნების ფუძემდებელ ამირან შალიკაშვილისა და ცნობილი მსახიობის კირა მებუკეს ოჯახში იზრდებოდა. მას შემდეგ, რაც 13 წლის ასაკში პირველად დადგა სცენაზე და მამის სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“ ითამაშა, „მოიწამლა“ ამ ხელოვნებით და დღემდე ერთგულად მას ემსახურება, […]

ამირან შალიკაშვილის ეპოქა

საქართველოში პანტომიმის ფუძემდებელმა, მაესტრო ამირან შალიკაშვილმა ეპოქა შექმნა. მისი ცხოვრება სავსეა ამაღელვებლად მრავალფეროვანი, ტკივილიანი, სიხარულით და ბრძოლით სავსე ცხოვრებისეული ეტაპებით. შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება 1964 წლიდან, როდესაც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრში დაიწყო მუშაობა. მაესტრო 1969-1973 წლებში მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. […]

პანტომიმის თეატრი დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისთვის

პანტომიმის სახელმწიფო თეატრი უერთდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს და 21 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აწყობს შეხვედრას. დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს შეხვდებიან პანტომიმის სახელმწიფო თეატრი და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით, ისინი ერთობლივად ჩაატარებენ საქველმოქმედო ღონისძიებას ამ განსაკუთრებულად არაჩვეულებრივი ახალგაზრდებისთვის. პანტომიმის სახელმწიფო თეატრს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მუდმივი თანამშრომლობა აკავშირებს. ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება […]