ჭდე: ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე: “ყველაზე თავისუფალი ადამიანი ისაა, ვისაც სიყვარულის უღელი ადგას”

ოთარ ჭილაძე: "ყველაზე თავისუფალი ადამიანი ისაა, ვისაც სიყვარულის უღელი ადგას"

ასე მიაჩნია მწერალსა და პოეტს ოთარ ჭილაძეს და თავის მოსაზრებას დეტალურად განმარტავს: “ვიღაცას უთქვამს: ქალები ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა შეისწავლო ისინიო. მე მგონი, ეს უფრო ლამაზი ნათქვამია, ვიდრე ჭეშმარიტება. სიყვარული უკვე სწავლაა, ოღონდ არამარტო ქალისა, რაც თავისთავად უაღრესად რთული და მნიშვნელოვანი ამბავია, არამედ ყველაფრისა, რაც ჩვენი ადამიანობის დონესა და ხარისხს განაპირობებს, სამშობლო იქნება ეს, […]

ოთარ ჭილაძე: “უსამშობლოდ ვართ საკუთარ სამშობლოში…”

ოთარ ჭილაძე: "უსამშობლოდ ვართ საკუთარ სამშობლოში..."

– ეს არის თავი და თავი ჩვენი უბედურებისა, ისეთები აღარა ვართ, როგორებიც შეიძლება მართლა ვიყავით ოდესღაც, მაგრამ ჯიუტად ვუმტკიცებთ თავს, არაფერი არ შეცვლილაო, – ამბობდა მწერალი ოთარ ჭილაძე და ეს მოსაზრება დღეს ყველაზე აქტუალურია: “კი ვტრაბახობთ, მაგრები ვართ, არ მოვითმენთ, ვერ ავიტანთ, არ დავთმობთ, ვერ შევეგუებით, მაგრამ, რაც თავი მახსოვს, ვითმენთ, ვიტანთ, ვთმობთ, ვეგუებით… ეს […]

ოთარ ჭილაძის მიერ ყველაზე ზუსტად დანახული ჩვენი ცხოვრება

ოთარ ჭილაძის მიერ ყველაზე ზუსტად დანახული ჩვენი ცხოვრება

მწერალი და პოეტი სიცოცხლეშივე აღიარეს კლასიკოს მწერლად და მას მკითხველის სიყვარული არასდროს მოკლებია. “არტინფო” გთავაზობთ ოთარ ჭილაძის მოსაზრებას ადამიანების ცხოვრებაზე, რომელიც უზუსტესია: “ღმერთს თავიდან ოცდაათი წლის სიცოცხლე დაუდგენია კაცისთვის. არა მარტო კაცისთვის, საერთოდ, ყველა სულიერისთვის – გეყოფათ და თავზეც გადაგივათო – მაგრამ, თუ იცით, ვის აურ-დაურევია ყველაფერი? ვისა და, ვირსა! არა, ბატონო, ოცდაათი წელი ძალიან […]

ოთარ ჭილაძე: “ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?!”

ოთარ ჭილაძე: "ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?!"

არ არსებობს ჩვენს გარშემო ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ეფიქროს, რა არის სიცოცხლე და რა არის სიკვდილი. “არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს ოთარ ჭილაძის რომანიდან “მარტის მამალი”, სადაც სწორედ სიცოცხლესა და სიკვდილზეა საუბარი: “ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, […]

ყოველდღიური საკითხავი ოთარ ჭილაძისგან

ყოველდღიური საკითხავი ოთარ ჭილაძისგან

– იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არ მივსულვართ აქამდე, მაგრამ შეიძლება მალე მივიდეთ, თუკი არც ამჯერად მოვეგებით გონს, არც ამჯერად ამოვიღებთ ხმას, არც ამჯერად გამოვიღებთ ხელს, – ამბობდა მწერალი ოთარ ჭილაძე და რაც დრო გადის, მისი სიტყვები სულ უფრო დამაფიქრებელია: “ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობა უჩლუნგდება, ბიოლოგიურ სიცოცხლეს, მართალია, აგრძელებს, მაგრამ კი არ მრავლდება, […]

ლექსები მამაზე

ლექსები მამაზე

ბევრმა ჩვენგანმა იცის ლექსები დედაზე, მაგრამ არც თუ ისე ბევრმა იცის ლექსები მამაზე. “არტინფო” გთავაზობთ ლექსებს მამაზე, რომლის ავტორებიც არიან ტერენტი გრანელი, შოთა ნიშნიანიძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ნიკო გომელაური, გენო კალანდია, ოთარ ჭილაძე, ირაკლი აბაშიძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ტარიელ ხარხელაური.   ოთარ ჭილაძე – მამა დრო თავისი გზით წავიდა ისევ, დატოვა ხსოვნა დღისა და ღამის… […]

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც – ოთარ ჭილაძე

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც - ოთარ ჭილაძე

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც, გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ, ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო, დაულეველო სამშობლოვ ჩემო! შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ, როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით – ოთარ ჭილაძე

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით - ოთარ ჭილაძე

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით, ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის ბოლო ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების და მეც ამ დიდი კანონის ნებით მიყვარხარ! მაგრამ ამ სიტყვას ახლა იაფი სცენის სურნელი ახლავს რაც არც უხდება და არც სჭირდება, ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს, მაგრამ გჯეროდეს, რომ […]

ოთარ ჭილაძე – “დღეს წითელი პარასკევია…”

ოთარ ჭილაძე - დღეს წითელი პარასკევია...

“დღეს წითელი პარასკევია” – ეს ჩანაწერი ოთარ ჭილაძემ წლების წინ გააკეთა, მაგრამ თუ ყურადღებით წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა: “დღეს წითელი პარასკევია, ზეგ აღდგომაა! უკანასკნელ წლებს თუ გავაანალიზებ, ლიკანში უნდა ვიყო უკვე, მე კი ჯერ არაფერი გამიკეთებია საამისოდ. ვნახოთ, ამჯერად, ვინ “გაიღებს მოწყალებას”, ვინ გადაიხდის ჩემი საგზურის ფულს, რომლის ყიდვაც თავად არ შემიძლია – […]

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება – ოთარ ჭილაძე

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც: გზა გაიხსნება, ან შეიკვრება, მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა… მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ, ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც და ამოვწურო ეს სიმარტოვე, ეს ფორიაქი ამოუხსნელი. გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს, რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი. მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს კარგად იყავით. გმადლობთ. მშვიდობით.