ჭდე: ოთარ ჯორჯიკია

ქართული ოპერის ვარსკვლავები როსინის საოპერო თეატრში

ქართული ოპერის ვარსკვლავები როსინის საოპერო თეატრში

როსინის საოპერო თეატრში გალაკონცერტი “ვივა როსინი” გაიმართება. ღონისძიება იტალიელი კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნება. ჯოაკინო როსინის მშობლიურ ქალაქ პეზაროში გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოპერის ვარსკვლავები – მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, სოპრანო ნინო ლეჟავა, ტენორი ოთარ ჯორჯიკია და ბარიტონი სულხან გველესიანი. ქართული ოპერის ვარსკვლავებს აკომპანიმენტს პიანისტი ეკა მეტრეველი გაუწევს. გალაკონცერტი 18 აპრილს გაიმართება.

საოპერო მომღერლები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ცნობილი საოპერო მომღერლები გაანაწყენა. ანიტა რაჭველიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი ონიანი და მათი კოლეგები რამდენიმე თვეა აქტიურად ცდილობენ საზოგადოება კიდევ უფრო დააფიქრონ საქართველოში არსებული ეკოლოგიურ პრობლემებზე და რიგით მოქალაქეებთან ერთად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის გამწვანებაზე. ბოლო პერიოდში საოპერო მომღერლებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მათი სურვილია თბილისის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დედაქალაქის ცენტრალური […]

ქართველების ტრიუმფი ავსტრიაში

ავსტრიის ქალაქ გრაცში საოპერო ხელოვნების აკადემიის – ”Accademia Belcanto” მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი გაიმართა. კონკურსის ხელმძღვანელია „Accademia Belcanto“- ს პრეზიდენტი, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ნათელა ნიკოლი – ნატო ჭყონია. წლევანდელ მუსიკალურ კონკურსში ავსტრიელ და უცხოელ დამწყებ ოპერის მომღერლებთან ერთად, ოთხი ქართველი შემსრულებელიც მონაწილეობდა. ოთარ ჯორჯიკია, ირაკლი მურჯიკნელი, მარიამ ნაჭყებია და გიორგი მჭედლიშვილი. მათ კონკურსზე ნამდვილი ფურორი […]

ქართველმა ტენორმა რუსეთში საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა

ახალგაზრდა ქართველმა ტენორმა რუსეთში გამართულ გალინა ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა VI საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. კონკურსის ჟიურის ოლგა როსტროპოვიჩი ხელმძღვანელობდა და მასში გაერთიანებული იყვნენ რუსეთის, რუმინეთის, ესპანეთის, გერმანიის, იტალიის, ამერიკისა და ავსტრიის წარმომადგენლები. დაძაბულ კონკურსში ლიდერობა არავის დაუთმო ოთარ ჯორჯიკიამ და პირველი ადგილი დაიკავა. ფინალში გამარჯვებისთვის 11 კონკურსანტი იბრძოდა, მათ შორის საქართველოს, სომხეთის, რუსეთის და ბელორუსის წარმომადგენლები. […]

ქართველი ტენორი პლასიდო დომინგოსთან იმღერებს

ახალგაზრდა ქართველი ტენორი, თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი ოთარ ჯორჯიკია მსოფლიოს ვარსკვლავთან პლასიდო დომინგოსთან ერთად იმღერებს. ოთარ ჯორჯიკია ახლახანს მიიწვიეს მარიინსკის თეატრში, სადაც 27 მაისს ჯუზეპე ვერდის ოპერაში “სიმონ ბოკანეგრა” პარტნიორობას დომინგოს გაუწევს. სპექტაკლს მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი ვალერი გერგიევი უდირიჟორებს. “სიმონ ბოკანეგრა” ქართველმა ტენორმა მარიინსკის თეატრში პირველად 22 მარტს იმღერა. ახლა უკვე მეორედ პლასიდო დომინგოსთან ერთად […]