ჭდე: ოსკარი

ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკაში დააჯილდოვეს

ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკაში დააჯილდოვეს

ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკაში დააჯილდოვეს. გიორგი ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ამ ნომინაციაში ქართველ ოპერატორთან ერთად კიდევ ორი ნომინანტი იბრძოდა, თუმცა გამარჯვებულად გიორგი შველიძე დასახელდა. რიგით 33-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ამერიკაში გაიმართა. ქართველმა ოპერატორმა უცხოურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ უბედნიერესია და ეს გამარჯვება ყველა კინემატოგრაფისტს ეკუთვნის. მსგავსი […]

“ოსკარის” მოკლე ნუსხა ცნობილია

"ოსკარის" მოკლე ნუსხა ცნობილია

ოსკარების რიგით 91-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მომავალი წლის 24 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება. მანამდე კი ორგანიზატორებმა 9 ნომინაციაში საუკეთესოებად მიჩნეული ნამუშევრების მოკლე ნუსხა გამოაქვეყნეს. სამწუხაროდ, მოკლე ნუსხაში ვერ მოხვდა საქართველოს მიერ წარდგენილი ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე”. ინფორმაცია ფილმ “დედეს” რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გაავრცელა: “სამწუხაროდ, წელს საქართველო ოსკარზე ვერ მოხვდა, სამაგიეროდ მოხვდა აზიური ოსკარის ნომინანტი ხუთი […]

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველომ ოსკარზე წარსადგენი ფილმი გამოავლინა. სპეციალურმა კომისიამ 6 განაცხადიდან საუკეთესოდ რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე” მიიჩნია. ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოდა: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა”, ზაზა ხალვაშის „ნამე”, თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი”, მარიამ ხაჭვანის „დედე”, ნიკოლოზ ხომასურიძის “ექვთიმე ღვთისკაცი” და გიორგი მეგრელიშვილის “ჰამლეტი”.

“ოსკარის” მოსაპოვებლად კიდევ ერთი ქართული ფილმი იბრძოლებს

ვინ წარადგენს საქართველოს ოსკარზე?

წელს ოსკარის მოსაპოვებლად საქართველომ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ანა ურუშაძის ფილმი “საშიში დედა” წარადგინა. “საშიშ დედასთან” ერთად წელს საქართველოს სახელით ამერიკის კინო აკადემიის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოხვდა დავით აბრამიშვილისა და გიორგი გოგიჩაიშვილის ფილმი “8 წუთი”. აპოკალიფსური შინაარსის ფილმი რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. მასში მთავარ როლებს სლავა ნათენაძე, ანი ბებია და გიორგი […]

ოსკარი ნინო მაჩაიძეს

ოსკარი ნინო მაჩაიძეს

ქართველმა ოპერის მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის ოსკარი მიიღო. სოპრანოს ეს ჯილდო ლოს ანჯელესში გადაეცა. ინიციატორი საოპერო მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ქალბატონი ჯოანა ქიურაში აღმოჩნდა. როგორც თავად ჯოანამ განაცხადა, ნინო მაჩაიძემ ეს ჯილდო განუმეორებელი სიმღერისთვის და საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო. ქართველმა სოპრანომ უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო. როგორც ნინო მაჩაიძემ თავის გულშემატკივრებს განუმარტა, ეს საჩუქარი […]

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლენილია

ვინ წარადგენს საქართველოს ოსკარზე?

ოსკარის რიგით 90-ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოდან ანა ურუშაძის ფილმი “საშიში დედა” იბრძოლებს. სპეციალურმა კომისიამ 4 ფილმი ნახა – ანა ურუშაძის “საშიში დედა”, რეზო გიგინეიშვილის „მძევლები”, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და გიორგი ბარაბაძის „ლუკა” და ფარული კენჭისყრის შედეგად საუკეთესო ფილმი დაასახელა. კომისიაში შედიოდნენ რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, სცენარისტი კოტე […]

ოსკარი ჯეკი ჩანს

ოსკარი ჯეკი ჩანს

62 წლის მსოფლიო ვარსკვლავს ჯეკი ჩანს ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარი მიანიჭა. კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და არაერთი მსახიობისთვის საოცნებო ჯილდო ჯეკი ჩანს კინემატოგრაფში გაწეული ღვაწლისთვის გადაეცა. ინფორმაცია ამერიკული კინოაკადემიის ტვიტერზე გავრცელდა. ჯეკი ჩანს ოსკარი ლოს ანჯელესში Hollywood and Highland Center-ში გადაეცა. მსახიობს, რომელიც 12 წლიდან კინოშია, 50 წლიანი კარიერის განმავლობაში არც ერთხელ არ უთამაშია უარყოფითი პერსონაჟი […]

ქართული ფილმი ოსკარზე

კინოკრიტიკოსები "მანდარინებს" და "სიმინდის კუნძულს" ოსკარს უწინასწარმეტყველებენ

ამერიკის კინოაკადემიის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალი მსოფლიოს უმთავრესი კინომოვლენაა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ოსკარების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს საქართველო კვლავ შეუერთდა. ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოდან ოსკარზე 2016 წლის კანდიდატი ფილმის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა და რჩეული ფილმიც დაასახელა. სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო – საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი” იქნება. საქართველოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა გავლენიანი […]

ოსკარის გამარჯვებულები ცნობილია

ვინ წარადგენს საქართველოს ოსკარზე?

ლოს ანჯელესში ოსკარების 88-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამერიკის უმაღლესმა კინოაკადემიამ სხვადასხვა ნომინაციებზე წარდგენილი ხელოვანებიდან საუკეთესოები დაასახელა და მათ საოცნებო ჯილდო – ოსკარი გადასცა. “არტინფო” გაგაცნობთ ოსკარის 88-ე დაჯილდოების გამარჯვებულებს: BEST PICTURE – Spotlight ACTOR IN A LEADING ROLE – Leonardo DiCaprio, The Revenant ACTRESS IN A LEADING ROLE – Brie Larson, Room ACTOR IN […]

სახალისო თავსატეხი ოსკარებამდე

კინოკრიტიკოსები "მანდარინებს" და "სიმინდის კუნძულს" ოსკარს უწინასწარმეტყველებენ

მსოფლიოს მთავარ კინომოვლენამდე – ოსკარების რიგით 88-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ვნებათაღელვის ჩასაცხრობად და დაძაბულობის გასანეიტრალებლად მხატვარმა Mart Virkus-მა ოსკარების სხვადასხვა ნომინაციებში წარდგენილთა გულშემატკივრებს სახალისო თავსატეხი გაუჩინა. მან შექმნა ნამუშევარი და მასზე აღბეჭდა ყველა გმირი იმ ფილმებიდან, რომლებიც წელს ოსკარზე ნომინირებული არიან. ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა ნამუშევრის ცენტრში დახატულმა ლეონარდო დიკაპრიოს გმირმა ჰიუ […]