ჭდე: ოლეს სანინი

თბილისში უკრაინული კინოს დღეები ჩატარდება

29 იანვარს თბილისში უკრაინული კინოს დღეები გაიმართება. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა პალენჩუკია. უკრაინული კინოს დღეები კინოთეატრ რუსთაველში ოლეს სანინის „მეგზურით” გაიხსნება. დღეები უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ფეესბეს მიერ დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად იმართება. უკრაინული კინოს დღეები საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით თბილისში პირველად ჩატარდება. სოლიდარობასთან ერთად, ამ დღეების მიზანია, ფართო საზოგადოებამ გაიცნოს თანამედროვე უკრაინული კინემატოგრაფი. […]