ნომინანტი

ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ოსკარის ნომინანტია

ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში 5 მთავარ პრეტენდენტს შორის მოხვდა. ოსკარების ნომინაციების გამოცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად წელს ორი ქართველი რეჟისორის ფილმი იბრძოდა, ზაზა ურუშაძის “მანდარინები”, რომელიც ესტონეთმა წარადგინა და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”, რომელიც საქართველომ წარადგინა. შორთლისტში მოხვედრილი ფილმებიდან დღეს ის ხუთი ძირითადი ფილმი დასახელდა, რომელიც […]

“მანდარინები” ოქროს გლობუსზეა წარდგენილი

ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ოქროს გლობუსზეა წარდგენილი. ქართულ-ესტონური ფილმი ნომინაციაში უცხოენოვანი ფილმი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად რეჟისორი ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს თითოეული ქართველისთვის უდიდესი წარმატებაა. ოქროს გლობუსს ოსკარების გერენალურ რეპეტიციას უწოდებენ, ამიტომაც აქ გამარჯვება ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებასაც ნიშნავს. “მანდარინები” არაერთი პრესტიჟული კინოფესტივალის გამარჯვებულია. ფილმს უკვე აქვს 21 ჯილდო მოპოვებული და ახლა […]