Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ნოდარ დუმბაძე

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალ სეზონს იწყებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალ სეზონს იწყებს

14 სექტემბერი ყველასათვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში 12:00 საათზე თავს მოიყრიან მწერლის ოჯახის წევრები, თაყვანისმცემლები და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმომადგენლები. აქვე დაანონსდება რამდენიმე საინტერესო ღონისძიება, რომელიც მწერლის 90 წლის იუბილეს უკავშირდება. ღონისძიებებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც მიიღებს მონაწილეობას. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი […]

წიგნი, რომელიც ერეკლე მეფეს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ

წიგნი, რომელიც ერეკლე მეფეს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ

ერეკლე მეფის ცხოვრებასა და შემოქმედებას ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა ნოდარ მაჭარაშვილმა წიგნი მიუძღვნა. “ავი მუსაიფი” – ასე ეწოდება რომანს, რომლის წაკითხვის შემდეგაც საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მეფეს სულ სხვანაირად გაიცნობთ. გიორგი კალანდია, ისტორიკოსი: “იშვიათი საჩუქარი მივიღე! გულწრფელად ვამბობ, ბოლო დროს წიგნი ასე არ მომწონებია. ერეკლე მეფე, რომელსაც ძალიან ბევრი დრო მივუძღვენი, ხელახლა აღმოვაჩინე. ხელახლა აღმოვაჩინე მწერალ ნოდარ […]

ნოდარ დუმბაძე – ყველაზე გულიანი მწერალი

ნოდარ დუმბაძე - ყველაზე გულიანი მწერალი

ქართველი ჰუმანოიდი – ასე უწოდებენ მწერალ ნოდარ დუმბაძეს, რომლის შემოქმედებაშიც იუმორთან ერთად, უდიდესი სიბრძნეა ჩადებული. “არტინფო” შეგახსენებთ ნაწყვეტს მისი რომანიდან “მარადისობის კანონი”, რომელიც ნოდარ დუმბაძის გულიანობაში და უბრალოებაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ: “- უკაცრავად, მოქალაქე, მართალია, თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მე გიცნობთ. თითქმის ყოველდღე მხვდებით ქუჩაში, თუ არ შეწუხდებით, მობრძანდით დღეს ჩემთან, დაბადების დღე მაქვს, 24 […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის დახურვას ნოდარ დუმბაძეს მიუძღვნის

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის დახურვას ნოდარ დუმბაძეს მიუძღვნის

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი სეზონს 1 ივლისს დახურავს. 30 ივნისს და 1 ივლისს წარმოდგენილი სპექტაკლები ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავს მიეძღვნება. 30 ივნისს გათამაშდება სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“, ხოლო 1 ივლისს – სპექტაკლს „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“. სპექტაკლები 19 საათზე დაიწყება. 12 ივლისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი გურიაში მიემგზავრება. ნოდარ […]

დედაქალაქში ცხოვრების წესი ნოდარ დუმბაძისგან

ნოდარ დუმბაძე: ,,გავუფრთხილდეთ სიტყვებს!”

მწერალმა ნოდარ დუმბაძემ თავის მკითხველს დედაქალაქში ცხოვრებისთვის მთავარი წესი ასე ჩამოუყალიბა: “თბილისმა ღვიძლი შვილებივით შეგვისისხლხორცა და როგორც დედამ, როგორც შვილებს ეს რჩევა მოგვცა: დედაქალაქში ცხოვრების წესს საზღვრავს პირობა – ზნეკეთილობა, გულქართლობა, ხელგაშლილობა, ალალმართლობა, გულუხვობა, არპურძვირობა, არ ქედმაღლობა, თავმდაბლობა, ზრდილთა ზრდილობა, არ კუთხურობა, ყოფა-ყოფით ყოფნის მცდელობა. თბილისში მხოლოდ, მხოლოდ, მხოლოდ თბილისელობა…”

“პირველი სიტყვა, რომელიც ანა კალანდაძის მისამართით გავიგონე, ბოროტი იყო”

ანა კალანდაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

ანა კალანდაძეს სრულიად სამართლიანად უწოდეს ქართული პოეზიის დედოფალი, თუმცა სამწუხაროდ, იყვნენ ადამიანები, ვინც პოეტს ბოროტად მოიხსენიებდა. ნოდარ დუმბაძე ხშირად იხსენებდა ისტორიას, რომელიც ანა კალანდაძესთან იყო დაკავშირებული: “გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო, უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ერთ ვიღაცას გაზეთი “ლიტერატურა და ხელოვნება” გაეშალა და მეორეს უკითხავდა – ნახე რას […]

ნოდარ დუმბაძე სამშობლოზე

უცნობი ფაქტები ნოდარ დუმბაძის ცხოვრებიდან

– სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი გამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ, – ამბობდა მწერალი ნოდარ დუმბაძე. კითხვაზე “რა არის სამშობლო?” ნოდარ დუმბაძე ასე პასუხობდა: *** – დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, – ამაყენა ქართულის მასწავლებელმა. – სამშობლო… სამშობლო ადგილია, სადაც […]

ბიძინა კვერნაძე და მისი ხუმრობები

"ვისაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი გახდეს კომპოზიტორი...”

კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე გარდა იმისა, რომ გენიალურ ნაწარმოებებს ქმნიდა, თავისი იუმორით და ხუმრობებითაც კარგად იყო ცნობილი. წერას ვყავარ ატანილი და ვწერო, ხან-დაზმული ვარ ხან არაო… მოკლედ მისი იუმორი მეგობრებსა და კოლეგებს კარგად ამხიარულებდა. “არტინფო” გთავაზობთ ბიძინა კვერნაძის ენამოსწრებული ხუმრობების მცირე ნაწილს, რომლებიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ერთმა მკითხა, სიღნაღში რათ დაიბადეო, ვეხუმრე: სხვაგან სამშობიაროები არ იყო […]

ნოდარ დუმბაძე გალაკტიონის თვითმკვლელობაზე: “სინამდვილეში აი რა მოხდა”

ნოდარ დუმბაძე გალაკტიონის თვითმკვლელობაზე: "სინამდვილეში აი რა მოხდა"

მწერალი ნოდარ დუმბაძე ქართული პოეზიის მეფის გალაკტიონ ტაბიძის თვითმკვლელობას სულ სხვა ჭრილში განიხილავდა და მის ქმედებას თავისებურ ახსნას უძებნიდა: “გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა,ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა… სინამდვილეში აი რა მოხდა: […]

ნოდარ დუმბაძე: “ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის”

ნოდარ დუმბაძე: "ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის"

ნოდარ დუმბაძე თავისი იუმორით ათასობით მკითხველში დიდი სიყვარულით სარგებლობს. “ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის” – ასე უწოდა მწერალმა თავის ჩანაწერს, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ: “1. არავითარ შემთხვევაში სამსახურიდან მოსულმა ქმარმა არ უნდა შეაწუხოს ოჯახი. ისე უნდა მოიქცეს, თითქოსდა ამ ქვეყანაზე საერთოდ არ ყოფილა; 2. თუ შია, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე შეეთრიოს სამზარეულოში და ჭამოს, თუ დახვდა რამე, […]