Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ნიჭიერთა ათწლედი

საქველმოქმედო კონცერტი კონსტანტინე ვარდელის მხარდასაჭერად

საქველმოქმედო კონცერტი კონსტანტინე ვარდელის მხარდასაჭერად

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” ორგანიზებით 15 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგება საქველმოქმედო კონცერტი კონსტანტინე ვარდელის მხარდასაჭერად. კონსტანტინე ვარდელი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი პროფესიული მუსიკალური კოლექტივის სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტის პირველი ვიოლინო, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილის და ეროვნული პრემიების […]

“ნიჭიერთა ათწლედი” წინასაახალწლო კონცერტს გამართავს

"ნიჭიერთა ათწლედი" წინასაახალწლო კონცერტს გამართავს

25 დეკემბერს, კვირას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები ტრადიციულად წინასაახალწლო კონცერტს გამართავენ. სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრი, გუნდი და სიმებიანი კვარტეტი მსმენელს ძალიან სახალისო და საზეიმო პროგრამას წარუდგენს და წინასაახალწლო სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის. კონცერტი სავაჭრო ცენტრ „ჯითისი“-ში ვეკუას ქუჩა N3-ში 14 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება მსურველთათვის თავისუფალია.

ხელოვნების ქურუმი დიანა მელაძეს

ხელოვნების ქურუმი დიანა მელაძეს

არაერთი ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებელთა თაობების აღმზრდელს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“-ს პედაგოგს დიანა მელაძეს 16 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. “ქალბატონი დიანა მელაძე 50 წელზე მეტია, რაც ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“. […]

მარიამ მაჩაიძის მასტერკლასი „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებისთვის

მარიამ მაჩაიძის მასტერკლასი „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებისთვის

The Juilliard School-ის და Hochschule für Musik Hanns Eisler-ის მაგისტრი, მევიოლინე მარიამ მაჩაიძე მასტერკლასს ჩაატარებს. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ (მისამართი ალექსანდრე ჭავჭავაძის 19ა) მევიოლინე დაინტერესებულ საზოგადოერბას შეხვდება. მასტერკლასი 7 დეკემბერს 13 საათზე დაიწყება და მსმენელთათვის დასწრება თავისუფალი იქნება.    

“ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლე კონსტანტინე ეროიანი შემოქმედებითი საღამოს გამართავს

"ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლე კონსტანტინე ეროიანი შემოქმედებითი საღამოს გამართავს

6 დეკემბერს, სამშაბათს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შედგება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”-ს მე-10 კლასის მოსწავლის კონსტანტინე ეროიანის შემოქმედებითი საღამო. კონცერტში მონაწილეობენ კვარტეტი „The Virtuous” კონსტანტინე ეროიანი (I ვიოლინო), დავით აკოფიანი (II ვიოლინო), ეკატერინე კაზარიანი (ალტი), ევგენი ინჩაგოვი (ჩელო). სოლისტები კი არიან ნიკოლოზ ჯაფარიძე, სალომე ლომიძე, ხოლო კონცერტმაისტერი ირინა […]

ქართველი პიანისტის წარმატება პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე

ქართველი პიანისტის წარმატება პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ X კლასის მოსწავლემ დავით ხრიკულმა არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა ახალგაზრდულ საერთაშორისო კონკურსზე (1st Arthur Rubinstein international youth piano competition) წარმატებას მიაღწია. ახალგაზრდა პიანისტმა III პრემია მოიპოვა და ლაურეატის წოდებაც დაიმსახურა. დავით ხრიკულს ასევე გადაეცა სპეციალური პრიზი „შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“. კონკურსი 29 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით ჩინეთის ქალაქ […]

“კინო და მუსიკა” – შემეცნებით-საგანმანათლებლო კონცერტი

"კინო და მუსიკა" - შემეცნებით-საგანმანათლებლო კონცერტი

„კინო და მუსიკა“ – ასე ეწოდება შემეცნებით-საგანმანათლებლო კონცერტს, რომელსაც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” გვთავაზობს. “ნიჭიერთა ათწლედი” აგრძელებს შემეცნებით-საგანმანათლებლო კონცერტების სერიას და 19 ოქტომბერს, ოთხშაბათს საქართველოს მწერალთა სახლის უმშვენიერეს დარბაზში მსმენელს სთავაზობს ლექცია-კონცერტს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი გიგაშვილი, ნიჭიერთა ათწლედის კვარტეტი თინათინ კობერიძის (I ვიოლინო), ირინა როსტომაშვილის (II ვიოლინო), გიორგი მარდალეიშვილის (ალტი) […]

Hard Rock Cafe-ს საჩუქარი “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებს

Hard Rock Cafe-ს საჩუქარი "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეებს

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედს” Hard Rock Cafe-მ შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. დღეიდან “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ გიტარის ხელოვნებას EKO-S-300  GREAM-ის და AXL AS-750-SN Headliner Electric-ის მოდელის 4 სრულიად ახალ ელექტრო გიტარაზე. „ნიჭიერთა ათწლედის“ კოლექტივი დიდ მადლობას უხდის Hard Rock Cafe-ს წარმომადგენლებს ასეთი ბრწყინვალე საჩუქრისათვის.  

„ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეების ტრიუმფი საერთაშორისო კონკურსზე

„ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეების ტრიუმფი საერთაშორისო კონკურსზე

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“-ს მორიგი წარმატება საერთაშორისო კონკურსზე. ათწლედის მოსწავლეები 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ მე-5 საერთაშორისო კონკურსზე „მომავლის ვარსკვლავები“ ((5th International Contest “Future Stars”Baky, Azerbaijan 2016, რომელიც მათი გამარჯვებებით დასრულდა. ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს კონკურსზე და ყველა საპრიზო ადგილისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურეს. კონკურსის მთავარი პრიზი […]

,,ნიჭიერთა ათწლედი” მუსიკის საერთაშორისო დღეს უერთდება

,,ნიჭიერთა ათწლედი" მუსიკის საერთაშორისო დღეს უერთდება

მუსიკის საერთაშორისო დღე UNESCO-ს ეგიდით ტრადიციულად პირველ ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, 30 სექტემბერს 15 საათზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი”-ს უმცროსკლასელთა ორკესტრი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კონცერტს გამართავს. პროექტი საგანმანათლებლო პროგრამა ,,ფერწერული მუსიკის“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ მუზეუმის საგანძურს, საგანმანათლებლო ცენტრში მიიღებენ ინფორმაციას სიმფონიური ორკესტრის შესახებ, გაეცნობიან მრავალფეროვან […]