Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ნინო ვარსიმაშვილი

“მეტი ყურადღება ქართულ კინოს!”

"მეტი ყურადღება ქართულ კინოს!"

რიგით 70-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორი რატი წითელაძე კინოფესტივალზე 2 ფილმის პროექტს წარადგენს. რატი წითელაძე: “წარმოუდგენელია – წელს, 2 ფილმის პროექტს წარვადგენთ 70th Festival de Cannes-ზე. “ცარიელი სახლის” პიჩინგი 25 მაისს Gray d’Albion beach-ზე გაიმართება. დოკუმენტური “17 მაისი” კი Doc Corner-ზე 100-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტურიდან 6 საუკეთესო შორის […]

კანის ფესტივალისთვის შერჩეული 6 საუკეთესო რეჟისორიდან 1 ქართველია

კანის ფესტივალისთვის შერჩეული 6 საუკეთესო რეჟისორიდან 1 ქართველია

კანის ფესტივალმა მსოფლიოს მასშტაბით 250-ზე მეტი კანდიდატიდან საუკეთესო რეჟისორები შეარჩია. 6 საუკეთესო რეჟისორიდან 1 ქართველია. რეჟისორი რატი წითელაძე 6 თვის განმავლობაში პარიზში ფილმის “ცარიელი სახლი” განვითარებაზე იმუშავებს, რომელიც ავტობიოგრაფიული ისტორიაა და მისთვის სცენარი ნინო ვარსიმაშვილმა დაწერა. ფილმის სიუჟეტი თბილისში 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება, თუმცა ფილმი არის იმ ომის შესახებ, რომელიც ოჯახში მძვინვარებს. 11 […]

ქართული ფილმი ერთროულად 2 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

ქართული ფილმი იტალიის კინოფესტივალზე მოხვდა

რეჟისორ რატი წითელაძის ფილმი “დედა” ერთროულად 2 საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ფილმი, რომელიც ყველა მარტოხელა დედას ეძღვნება, ესპანეთის Mostra de Curtmetratges per la Identitat და უნგრეთის 2Oth Faludi Filmszemle საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია. “დედა” ასევე ნომინირებულია იტალიის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე 23rd Corto Imola Festival. “დედა” უკვე მსოფლიო მაშტაბით100-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში […]

ქართული ფილმი მთავარი პრიზის მფლობელია

ქართული ფილმი იტალიის კინოფესტივალზე მოხვდა

მაკედონიის ქალაქ ტეტოვოში დასრულდა საერთაშორისო კინოფესტივალი (Tetova International Film Festival), რომელიც წელს მეხუთედ გაიმართა. კინოფესტივალზე 855 ფილმიდან ორგანიზატორების მიერ მხოლოდ 36 ფილმი შეირჩა 25 ქვეყნიდან. რჩეულთა შორის აღმოჩნდა საქართველოც. რეჟისორ რატი წითელაძის ფილმმა “დედა” კინოფესტივალის მთავარი პრიზი დაიმსახურა. “დედა” მოკლემეტრაჟიანი ფილმია და მასში მთავარ როლს მწერალი და მსახიობი ნინო ვარსიმაშვილი ასრულებს. ფილმი ყველა მარტოხელა დედას […]

ქართველი რეჟისორის წარმატება აზიის საერთაშორისო ფესტივალზე

ქართველი რეჟისორის წარმატება აზიის საერთაშორისო ფესტივალზე

აზიის საერთაშორისო ფესტივალი ქართველი რეჟისორისთვის წარმატებული აღმოჩნდა. რატი წითელაძემ, რომელიც წარსულში მოკრივე იყო და მოგვიანებით კინემატოგრაფში გადაინაცვლა, თავისი ახალი ფილმის პროექტით აზიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი მოიგო. ფილმის პროექტი 2013 წლის 17 მაისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. “17 მაისი” – ასე ეწოდება მხატვრული ფილმის პროექტს და ის ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას შეეხება. ფილმის რეჟისორი რატი […]

ქართველი მსახიობი ამერიკის საერთაშორისო ფესტივალზეა ნომინირებული

ქართველი მსახიობი ამერიკის საერთაშორისო ფესტივალზეა ნომინირებული

ქართველი მსახიობი ნინო ვარსიმაშვილი, როგორც საუკეთესო მსახიობი ამერიკის საერთაშორისო ფესტივალზეა ნომინირებული. რეჟისორ რატი წითელაძის ფილმი “დედა” ამავე ფესტივალზე ასევე ნომინირებულია, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ეს ნინო ვარსიმაშვილის მეორე ნომინაციაა ქალის საუკეთესო როლისთვის, “დედა” კი მთელი მსოფლიოს მაშტაბით უკვე 30-ზე მეტ ფესტივალზე იქნა ნაჩვენები. ფესტივალი ჰოლივუდში 7 ივლისს გაიხსნება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

ქართული ფილმი იტალიის კინოფესტივალზე მოხვდა

ქართული ფილმი იტალიის კინოფესტივალზე მოხვდა

იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალმა 103 ქვეყნის 2000-ზე მეტ ფილმს შორის ის რჩეული ფილმები დაასახელა, რომლებიც საკონკურსო პროგრამაში მოხვდნენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. 10 საუკეთესო ფილმს შორისაა მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი “დედა”, რომელსაც იტალიაში 26-30 იანვარს აჩვენებენ. ფილმის რეჟისორი რატი წითელაძეა. იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალის გარდა, ფილმი მონაწილეობდა სტამბულის, რუმინეთის, მიტროვიცას, კამერუნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ფილმში მთავარ როლს მწერალი და მსახიობი […]