ჭდე: ნინო ნახუცრიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი: “ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!”

ანიტა რაჭველიშვილი: "ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!"

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის მესვეურებს მიმართავს და მათ დიდი მაესტროს სახელის შემარცხვენელებს უწოდებს: “ადამიანობა და კულტურა დაკარგული გაქვთ საერთოდ?! ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!” ანიტას გაბრაზება ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირექტორის ნინო ნახუცრიშვილის განცხადებამ გამოიწვია: “მაპატიეთ ასეთი პოსტისთვის, განსაკუთრებით ბოდიშს ვუხდი ჩვენს კოლეგა მუსიკოსებს, რომელთაც იმ ორგანიზაციაში […]

“დარბაზი დაგვემხო და ვიხრჩობით…”

“არტინფო” უკვე წერდა, რომ თბილისში მოსულმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა კინომსახიობთა თეატრს. თეატრის ჭერიდან წყალმა გაჟონა. კინომსახიობთა თეატრთან ერთად წვიმამ პრობლემები შექმნა მუსიკისა და დრამის თეატრშიც. ანალოგიური მდგომარეობაა ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, სადაც ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრს მუშაობა კარგა ხანია შეწყვეტილი აქვს. ეროვნული მუსიკალური ცენტრი დროებით მუსიკისა და დრამის თეატრშია განთავსებული. ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნახუცრიშვილმა […]

“დღეს რაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თავს ხდება…”

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯერი ნინო ნახუცრიშვილი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. ნინო ნახუცრიშვილი: “დღეს რაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თავს ხდება – ეს არ არის არც პოლიტიკური განაცხადი და არც არავის მიმართ დაპირისპირების მცდელობა… მე, როგორც საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯერმა, არაერთხელ ვეცადე ცივილური ურთიერთობა დამემყარებინა და მეთანამშრომლა ჯანსუღ კახიძის სახელობის […]