ნიკოლოზ ხომასურიძე

ნიკოლოზ ხომასურიძე: “გამოღვიძების დროა!”

ნიკოლოზ ხომასურიძე: "გამოღვიძების დროა!"

რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე დარწმუნებულია, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნამდვილი გამოღვიძების დროა და მოცდის დრო უბრალოდ აღარ არის: “მმართველი პარტიის ოცეულის და მანამდე ოცდაათეულის წარდგენის შემდეგ, სამწუხაროდ, უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეროვნული კულტურის ფასი, განვითარება და მხარდაჭერა ჩვენს დღევანდელ ქვეყანაში უდრის 0-ს და ასეთ ვითარებაში მას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მე ვფიქრობ, მოცდის დრო აღარ არის […]

“მე, ნიკოლოზ ხომასურიძე მივდივარ პოლიტიკაში!”

ნიკოლოზ ხომასურიძე ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფილმ “ექვთიმეს” რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ და სპეციალური ვიდეორგოლიც მოამზადა: “მე, ნიკოლოზ ხომასურიძე მივდივარ პოლიტიკაში! საქართველოში ლეგენდარული ცვლილებების დროა! ეროვნულობა და განვითარება ჩვენი სამშობლოსთვის! შემოგვიერთდით ნეოსაქართველოს (NEOSAKARTVELO)!”

ქართული კულტურის პრეზენტაცია Warner Bros. Entertainment-ისთვის

ქართული კულტურის პრეზენტაცია Warner Bros. Entertainment-ისთვის

ქართული კულტურის, კინოს და ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია Warner Bros. Entertainment-ისთვის ამერიკაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ავრცელებს: “8 და 9 ივნისს ქართული კინოს, კულტურისა და ღვინის მასშტაბურად წარმოჩენის ძალზედ დიდი შესაძლებლობა გვექნება Warner Bros. Entertainment-ის კინოსტუდიაში, სადაც ჩვენი ახალი კომპანია – www.SakartveloFilm.com – ამერიკის პროდიუსერთა გილდიის მიერ ორგანიზებულ უმაღლესი დონის პროდიუსერთა კონფერენციაში მონაწილეობს. […]

ნიკოლოზ ხომასურიძე ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ

ნიკოლოზ ხომასურიძე ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ

რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს. კრიტიკის მიზეზი კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნება გახდა: “რა ვერ მორჩით ამ ერთ წრეზე ტრიალს. ამ სახელების გარდა სხვა რეჟისორები და პროდიუსერებიც ხომ არსებობენ ამ ქვეყანაში, რომლებსაც მინიმალური მხარდაჭერა მაინც სჭირდებათ კინოცენტრისგან. მორალის რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს ამ ორგანიზაციაში. ეს […]

“ფილმი „ექვთიმე“ და მასში მცდარად ასახული ისტორიული რეალობა”

"ფილმი „ექვთიმე“ და მასში მცდარად ასახული ისტორიული რეალობა"

ფილმი “ექვთიმე” რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაიღო და ის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. როგორც მოსალოდნელი იყო, ფილმმა მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ფილმი დაიწუნა, ან ვინც მხატვრული მხარით გაწბილებული დარჩა. ისტორიკოსმა მიშა ბახტაძემ ფილმში მცდარად ასახული ისტორიული რეალობის შესახებ ისაუბრა: “ფილმი „ექვთიმე“ და მასში მცდარად ასახული ისტორიული რეალობა ქართული საზოგადოება დიდი […]

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველომ ოსკარზე წარსადგენი ფილმი გამოავლინა. სპეციალურმა კომისიამ 6 განაცხადიდან საუკეთესოდ რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე” მიიჩნია. ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოდა: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა”, ზაზა ხალვაშის „ნამე”, თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი”, მარიამ ხაჭვანის „დედე”, ნიკოლოზ ხომასურიძის “ექვთიმე ღვთისკაცი” და გიორგი მეგრელიშვილის “ჰამლეტი”.

ასეთი იქნება ფილმი “საქართველო”

ასეთი იქნება ფილმი “საქართველო”

მას შემდეგ, რაც რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმის გადაიღო და ოსკარზეც წარადგინა, ახალ სურათზე დაიწყო მუშაობა. ”საქართველო” – ასე ეწოდება მიუზიკლის ჟანრის ფილმს, რომელიც ქართული ცეკვის, სიმღერის და ღვინის ისტორიას მიეძღვნება. შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაღებებისთვის საჭირო ადგილები უკვე შეარჩია და ჯუთაში ფილმის პირველი სცენისთვის რეპეტიციაც გაიარა.

ცოცხალი სასწაული ნიკოლოზ ხომასურიძის ცხოვრებაში

ცოცხალი სასწაული ნიკოლოზ ხომასურიძის ცხოვრებაში

რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ 3-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა და ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმი გადაიღო. ნიკოლოზი ფილმთან დაკავშირებით სასწაულს იხსენებს, რომელიც მის ცხოვრებაში დაუვიწყარი იქნება: ”ამ შეხვედრიდან 3 წლის თავზე – 4000 მეტრი, ილია ჭავჭავაძის “განდეგილი”-ს გმირის სამლოცველო. მღვდელი ექვთიმე და მე მზის ამოსვლისას შევხვდით ერთმანეთს მეტეო სადგურის წინ აღმართულ საქართველოს დროშასთან. როდესაც ურთიერთგაცნობის […]

ფილმი “ექვთიმე” ოსკარზე

ფილმი "ექვთიმე" ოსკარზე

ოსკარის უცხოენოვანი ნომინაციისთვის საქართველოდან კანდიდატი ფილმის შერჩევა დაიწყო. რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაწყვიტა ფილმი “ექვთიმე ღვთისკაცი” ოსკარზე შესარჩევი ფილმების კონკურსში ჩართოს: “ვგეგმავთ, ექვთიმეს ფილმით მონაწილეობა მივიღოთ საქართველოდან ოსკარის უცხოენოვანი მხატვრული ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენი ფილმების შერჩევაში და გვაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.”

ნიკოლოზ ხომასურიძე: “აი, რას წარმოადგენს უკვდავი ქართული გენი!”

ნიკოლოზ ხომასურიძე: "აი, რას წარმოადგენს უკვდავი ქართული გენი!"

“საქართველო” – ასე ჰქვია რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ახალ ფილმს, რომელიც მიუზიკლის ჟანრის იქნება. ფილმში მონაწილეობის მსურველებთან შეხვედრები უკვე დაიწყო და შემოქმედებითი ჯგუფი მსურველთა შორის საუკეთესოებს არჩევენ. ნიკოლოზ ხომასურიძე: “ამ ფილმით საქართველოს ყველა მოქალაქე და უცხოელი ულამაზეს კადრებად დაინახავს, თუ რას წარმოადგენს დღეს ათასწლეულების ქარტეხილებში გამოწრთობილი უკვდავი ქართული გენი… „გაბედე ოც-ნება და არასოდეს დანებდე!“