ნიკო ლორთქიფანიძე

ნიკო ლორთქიფანიძის დაუჯერებელი გაბედულება

მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფიაში არის ისტორია, რომელიც მის უდიდეს გაბედულებაზე მოგვითხრობს, რაც იმ დროისთვის ნამდვილად დაუჯერებელი იყო. რუსეთის არმიის ოფიცერმა ვინმე აკიმოვმა, ქართველები აუგად მოიხსენია და ნიკო ლორთქიფანიძისგან სილის გაწნაც დაიმსახურა. დუელი გარდაუვალი იყო და დაინიშნა კიდეც. აკიმოვს პირველი სროლის უფლება ჰქონდა, მან ქართველ მწერალს იარაღი საგულდაგულოდ დაუმიზნა, მაგრამ ააცდინა. ნიკო ლორთქიფანიძემ საპასუხოდ ჰაერში გაისროლა. […]

ნიკო ლორთქიფანიძის საუკეთესო ჩანაწერი

მწერალმა ნიკო ლორთქიფანიძემ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში – 1916 წელს დაწერა ჩანახატი “მონა” და ის XXI საუკუნეშიც აქტუალურია: “ჯვარედინ გზაზე ისმის: – გასწორდი წელში, ასწიე მაღლა, ამაყად თავი, მოიღერე კისერი, თავისუფლება მიეც გულ-მკერდს ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი, ნუ ჩამოგიშვია ცხვირი, დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰყნოსვით! – მე მონა ვარ!.. – რა […]

გულისყურით მოუსმინეთ ნიკო ლორთქიფანიძეს

მწერალმა ნიკო ლორთქიფანიძემ თითოეულ ჩვენთაგანს დაგვიტოვა ძალიან პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი, რომელშიც ჩვენი სამშობლოს – საქართველოს მოვლას გვთხოვს: “კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ უცნობ კარების წინ ვდგევართ… ფარდები კართა უკვე ათრთოლდენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნანატრ ბედნიერებას, ან სამარადისო წყვდიადის მსხვერპლნი შევიქნებით. ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო გალუცინაციები. ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხშირათ […]

ნიკო ლორთქიფანიძის “ტრაგედია უგმიროთ”

ნიკო ლორთქიფანიძემ ,,ტრაგედია უგმიროთ” 1922 წელს დაწერა და მკითხველს წლების განმავლობაში დაუკარგა მოსვენება: “შეუგნებლად დაერიდა ბავშების სივილს – გამოვიდა ქოხიდან… გადიარა ეზო… უგზო-უკვლოთ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში… ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდენ ნაპერწკალივით: „ჭადი“… „ბავშები“… „ხარი“… ისევ ადგა, ჯერ შარაგზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია: დაუძახა ვიღამაც. მობრუნდა. – გუშინწინ რომ მთხოვე […]

“ქართულ მწერლობაში სიცილს სამი მიმართულება აქვს”

– ჩემი დაკვირვებით, ქართულ მწერლობაში სიცილს სამი მიმართულება აქვს: პირველი – ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის, მეორე – დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის, მესამე – ნოდარ დუმბაძის, – ეს ჩანაწერი მწერალსა და პუბლიცისტს აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნის: “როცა ილია და მიხეილ ჯავახიშვილი ხარხარებენ, გაწნული სილის ტკაცუნი ისმის. მამხილებელი ძალა სირცხვილით გწვავს და გდაღავს. როცა დავით კლდიაშვილი […]

“იყიდება საქართველო – წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით”

ფიქრები საქართველოს რუკაზე - გრიგოლ აბაშიძე

ალბათ ბევრს წაუკითხავს მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა “იყიდება საქართველო”, რომელიც გასულ საუკუნეში დაიწერა, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად აქტუალურია. “არტინფო” ნიკო ლორთქიფანიძის ამ გენიალურ ჩანაწერს გთავაზობთ: “იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; […]