ჭდე: ნიკა ჩერქეზიშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილი: “ეს ტრაგედიები არ არის შემთხვევითი ხასიათის”

ნიკა ჩერქეზიშვილი: "ეს ტრაგედიები არ არის შემთხვევითი ხასიათის"

– ეს ტრაგედიები არ არის შემთხვევითი ხასიათის, – ამბობს პოეტი ნიკა ჩერქეიშვილი და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო: “სადაც თვალს დავხუჭავთ, ყველგან ვიღაც დაეცემა და ჩვენ მიერ სიბნელისთვის გამეტებულებს, წაქცეულებსა და მოკლულებს შორის… იქნებიან ბავშვებიც… ნეტავ, ოდესმე თუ დადგება ის დღე, ჩვენი აღშფოთება ვირტუალურ ფანჯარას რომ დაამსხვრევს და რეალურ ცხოვრებაში, რეალური სიტყვითა და საქმით მოვთხოვთ […]

მწერალთა სახლი – ეს არის სირცხვილი!

მწერალთა სახლი - ეს არის სირცხვილი!

– არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, უარყოფით კონტექსტში ვახსენო, მაგრამ ხმის ამოუღებლობაც არ გამოდის, – ამბობს პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი. მწერალთა სახლი მისთვის ის ადგილი იყო, სადაც შეეძლო მისულიყო და თავის მკითხველთან ესაუბრა, თუმცა სივრცის დათმობაზე უარი ეთქვა. ნიკა ჩერქეზიშვილი: “მწერალთა სახლმა უარი მითხრა სივრცის დათმობაზე. რა უნდა ვთქვა… არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, უარყოფით კონტექსტში […]

პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა

ნიკა ჩერქეზიშვილი: "ეს ტრაგედიები არ არის შემთხვევითი ხასიათის"

პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა. სამი წელია პოეტი სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის და სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებას აპროტესტებს. ნიკა საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ნიკა ჩერქეზიშვილი: “უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ჩემს საქმეზე ისე, რომ არც განუხილია. ფაქტობრივად იგივე გააკეთა სააპელაციომაც. სამი წლის განმავლობაში ვიბრძვი ამ უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ ამ […]

“თვითონ რას ვგავართ?”

ნიკა ჩერქეზიშვილი: "ეს ტრაგედიები არ არის შემთხვევითი ხასიათის"

კითხულობს პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი და წუხს იმაზე, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფისა და დაცინვა-მასხრად აგდების მეტს აღარაფერს ვაკეთებთ: “შენ ვიღას დაჰკარგვიხარო, მაგრამ რაზე ვფიქრობ, იცით? აი, რომ ვუყურებ, როგორ აღარაფერს ვაკეთებთ ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფისა და დაცინვა-მასხრად აგდების მეტს… თვითონ რას ვგავართ? საითაც არ უნდა გაიხედო, ყველას თითი ჩაგვიყვია პირში და ვწოვთ ათას სისულელეს. არის […]

“ასე ნადგურდება ოჯახები ამ ქვეყანაში”

მწერალთა სახლი - ეს არის სირცხვილი!

– გადაკეტილი მაქვს ყველა გზა და საშუალება, რომ ვისუნთქო, რომ უბრალოდ ვისუნთქო… – აცხადებს პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი: “სამგზის უარი დედაჩემის ოპერაციების დაფინანსებაზე მაშინ, როცა აბსოლუტური ინფორმაცია აქვთ ჩვენზე, როცა ჩემი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია, როცა სულ ცოტა ხნის წინ, უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ დამეღუპა მამა და ამან სულიერად და მატერიალურად გაგვასწორა მიწასთან. თვალებს მთხრის ამათი ნაძალადევად […]

ახალგაზრდა პოეტი დახმარებას ითხოვს

მწერალთა სახლი - ეს არის სირცხვილი!

ახალგაზრდა პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი დახმარებას ითხოვს: “ზურგის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა მამაჩემს. სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, მაგრამ მე რომ ვერასოდეს გავიგებ იმ ახსნით, გადაუდებელში არ გადის და გეგმიურში ითვლება. არადა, წელსქვევით მთლიანად მოწყდა ადამიანი. რაც შემეძლო და არ შემეძლო, გავაკეთე ყველაფერი და საკუთარი რომ აღარაფერი გახსოვს კაცს, მხოლოდ სხვისი, ეს მდგომარეობა მაწერინებს ამ სიტყვებს. ვერ მოვაგროვე ოპერაციის მთლიანი […]

“ეს უნდა გამოვასწოროთ”

მწერალთა სახლი - ეს არის სირცხვილი!

ახალგაზრდა პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი თავის მეგობარ კოლეგებთან ლაშა მარგიანთან და თორნიკე ნაროზაულთან ერთად რუსთაველის გამზირზე აქცია-პერფორმანსს მოაწყობს. 15 მაისს მეგობრები 5 საათის განმავლობაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე სიმბოლურ ფასად გაყიდიან საკუთარ ხელნაწერ ლექსებს. ნიკა ჩერქეზიშვილი: “15-დან 20 საათამდე, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო “თბილისი-მარიოტის” მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა აქცია-პერფორმანსი “ლექსები ღერებზე”. მონაწილეობას მივიღებთ მე, ლაშა მარგიანი და თორნიკე ნაროზაული. […]

მწერლები და ლიტერატორები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ

მწერლები, ლიტერატორები, ჟურნალისტები და გამომცემლები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მიმართავენ. საგანგებო მიმართვას პოეტი მარიამ წიკლაური ავრცელებს: “ქართველი მწერლები, ლიტერატორები, გამომცემლები, ჟურნალისტები სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს, რომელიც ხუთი დღეა სახელმწიფო კანცელარიასთან პროტესტის ნიშნად, მეგობრებთან ერთად, ყინვაში, გაუსაძლის პირობებში […]

სამსახურიდან გათავისუფლებულ პოეტს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა

ახალგაზრდა ქართველმა პოეტმა ნიკა ჩერქეზიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო, კანცელარიასთან აქცია დაიწყო. მის სამსახურიდან გაშვებას საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა: “ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 2015 წლის პირველი მაისიდან, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. […]

“გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილები!”

მწერალთა სახლი - ეს არის სირცხვილი!

ამ თხოვნით ახალგაზრდა პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი საზოგადოებას მიმართავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: “უაღრესად მნიშვნელოვანი! შესაძლოა, დაიბადო გეტოში, ქალაქის ერთ-ერთ ღარიბ გარეუბანში და თითქმის მთელი ბავშვობის, მოსწავლეობისა და სტუდენტობის პერიოდი გაატარო ისეთ პირობებში, მუყაოს ყუთში ცხოვრებაზე უკეთესი რომ არ არის. გეძინოს იატაკზე და ფეხმორყეული სკამი გიწევდეს მაგიდის მაგივრობას. ელექტროენერგია არ გქონდეს და ლამპის შუქზე გადიოდეს ღამეები, […]