ჭდე: ნატვრის ხე

“ნატვრის ხის” მთავარი საიდუმლო

"ნატვრის ხის" მთავარი საიდუმლო

თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხის” მთავარი საიდუმლო ყველა მაყურებლისთვის თავისებურია: ზოგი მასში სილამაზის გათელვას ხედავს, ზოგი – ნიჭის უპატიებლობას, ზოგი სიყვარულის გაყიდვას, ზოგისთვის კი ფილმი უბრალოდ დეპრესიულია. ნუგზარ სულა სულაშვილისთვის ეს არის ფილმი, რომელიც საქართველოს სახეა – ვირზე უკუღმა შემჯდარი საქართველოსი: “აღნიშნავენ რომ “ნატვრის ხე“ დეპრესიული ფილმია. დიახ, ბატონებო. ეს ჩვენი წარსული და აწმყოა, სადაც ადამიანებს […]

გინახავთ “ნატვრის ხის” ჰოლივუდური რიმეიქი?

გინახავთ "ნატვრის ხის" ჰოლივუდური რიმეიქი?

თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმი “ნატვრის ხე” ქართული კინემატოგრაფის მარგალიტია. 42 წლის წინ გადაღებული ფილმი დღესაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს. ქართული კინოს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, adjaranet.com-მა “ნატვრის ხის” ჰოლივუდური რიმეიქი წარმოადგინა. თენგიზ აბულაძის ფილმის გმირებს მარიტას, ციციკორეს, ფუფალას, გედიას და იორამის შემსრულებელ ქართველ მსახიობებს ლიკა ქავჟარაძეს, კოტე დაუშვილს, სოფიკო ჭიაურელს, სოსო ჯაჭვლიანს და კახი კავსაძეს, მსოფლიოს […]

კახი კავსაძე: “დამპალი, ძველი, უსიყვარულო ქვეყანა უნდა დაინგრეს!”

კახი კავსაძე

გიორგი ლეონიძის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ გენიალური ფილმი “ნატვრის ხე” გადაიღო. მასში კახი კავსაძე იორამის როლს ასრულებს, რომელიც უკეთესი მომავლის მოლოდინშია. “არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს გიორგი ლეონიძის არაჩვეულებრივი ნაწარმოებიდან, რომელსაც ფილმში კახი კავსაძის გმირი – იორამი წარმოთქვამს: “იგუგუნე! იქუხე! ჩამოსკდი და ჩამოიქეცი ზეცავ! ჩამოსკდი და ჩამოიღვარე! წალეკე უწმინდობა ამ ქვეყანაზე! ეგრე! ეგრე! გაწმინდე ჰაერი! შეულეწე […]

ნინო სურგულაძის საჩუქარი თბილისს

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სამშობლოში შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოდის და ცდილობს, მონატრებულ თანამემამულეებს სასიამოვნო სიახლეები შესთავაზოს. მეცო-სოპრანომ რამდენიმე წლის წინ საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” ჩამოყალიბა და იმ ადამიანების დახმარება გადაწყვიტა, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. პირველ მაისს ნინო სურგულაძე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მეშვიდე საქველმოქმედო საღამოს გამართავს. თბილისის ოპერის თეატრში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგებიან თანამედროეობის უდიდესი დირიჟორი, […]

პირველად მსოფლიოში – ცოცხალი შესრულება და პანტომიმის სინთეზი

რომა რცხილაძის შემოქმედებაში სიმღერა “ნატვრის ხე” გამორჩეულია. ის წლებია მსმენელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სიმღერა რეჟისორ დავით შალიკაშვილის მუზად იქცა და მან პანტომიმის თეატრის მსახიობებთან ერთად სიმღერაზე სპექტაკლის დადგმა დაიწყო. რეპეტიციები უკვე დასკვნით ეტაპზეა, დასი პრემიერისთვის ემზადება. პირველ აპრილს თბილისის ივენთ ჰოლში მისულ მსმენელს საშუალება ექნება რომა რცხილაძის ცოცხალი შესრულებით, ნინო ლორთქიფანიძის ქორეოგრაფიით და დავით სანიკიძის […]

ნინო სურგულაძის საჩუქარი ობოლ დებს

ნინო სურგულაძე გვაფრთხილებს

ნინო სურუგლაძემ და საქველმოქმედო ფონდმა “ნატვრის ხე” დიდ საკონცერტო დარბაზში საახალწლო საქველმოქმედო გალაკონცერტი გამართა და შეგროვილი თანხით იმ ბავშვების დახმარება გადაწყვიტა, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ. საქველმოქმედო საღამოს დასასრულს, ნინო სურგულაძემ, ფონდმა “ნატვრის ხემ” და კომპანია “სოკარმა” ობოლ დებს ლინდა და ლიზა ღაჭავებს სამოთახიანი ბინა აჩუქეს, რომელიც სრულიად კეთილმოწყობილია და ავეჯითა და ტექნიკითაც არის აღჭურვილი. […]

ნინო სურგულაძე დააჯილდოვეს

ნინო სურგულაძე: "ძალიან მინდა ეს ყოველივე და რა ვქნა?"

საოპერო მოღმერალი ნინო სურგულაძე დააჯილდოვეს. მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო სოპრანოს მრავალრიცხოვან ჯილდოებს კიდევ ერთი შეემატა. ნინო სურგულაძემ ჯილდო მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” დაფუძნებისთვის მიიღო.მას “ოქროს პერგამენტი” გადაეცა. 2016 წელს ყველაზე ქველმოქმედ ფონდად “ნატვრის ხე” აღიარეს. გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და გამოკითხულთა უმრავლესობამ ნინო სურგულაძის მიერ დაარსებული ფონდი ყველაზე ქველმოქმედად მიიჩნია. ნინო სურგულაძის […]

,,ნატვრის ხის” წარმატება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

გოგლა ლეონიძის “ნატვრის ხე” წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გარეკნების კონკურსში The Beauty and the Book Award მონაწილეობდა. გამოცემის გარეკანის დიზაინზე თეონა ჭანიშვილმა იმუშავა. ქართული წიგნის ყდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გარეკნების კონკურსში მოკლე ნუსხაში მოხვდა და ათასობით გამოცემებს შორის მსოფლიოს 11 საუკეთესო გარეკანის ნუსხაში მოხვდა. რჩეულთა შორის აღმოჩნდა კიდევ ერთი ქართული წიგნი – “გურული დღიურები” ნატა ავალიანის […]

’’კინო სკოლაში’’ – მეორე ეტაპი დასრულდა

ეროვნულმა კინოცენტრმა დაასრულა პროექტის “კინო სკოლაში” მეორე ეტაპი. სპეციალურად ამისთვის კინოთეატრ „ამირანში“ თენგიზ აბულაძის კინოკლასიკად ქცეული ფილმი “ნატვრის ხე” აჩვენეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეეებს საშუალება აქვთ პროფესიონალ კინომცოდნეებთან ერთად ნახონ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შერჩეული ფილმები. პროექტის მიზანია, მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაცია, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარება. „ნატვრის ხის“ ჩვენება კინოთეატრ “ამირანში” თენგიზ აბულაძის […]

თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხე” რესტავრირებულია

თენგიზ აბულაძის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი „ნატვრის ხე“ ციფრულ ფორმატში იქნა გადაყვანილი. ქართულ-ესტონური ერთობლივი ძალისხმევით თენგიზ აბულაძის ფილმი აღდგენილი და რესტავრირებულია. ფილმის პრეზენტაციას კინოთეატრ „ამირანში“საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ. „ჩვენ დღეს დავიბრუნეთ “ნატვრის ხე”, რომელზეც საქართველოში მთელი თაობები აღიზარდა. ეს არის სასიხარულო დღე. ჩვენი ესტონელი მეგობრების მიერ სრულად მოხდა ამ ფილმის გაციფრულება და სიმბოლურია, რომ ამ […]