ჭდე: ნათია ფანჯიკიძე

“ღმერთი თუ სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა ,,მიყვარხარ”

ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძისთვის ღმერთი, ლოცვა და სიყვარული ერთმანეთზეა გადაჯაჭვული: “ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თუ სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა “მიყვარხარ”. რამდენჯერაც გაიფიქრებ, იმდენჯერ ხარ ჩახუტებული ღმერთთან. ყველა სხვა სიტყვა ერთადაა ამ სიტყვაში, რასაც და ვისაც უნდა მიმართო, ღმერთის ნებისმიერ ქმნილებას, გაელვებას, შემოქმედებას. სრულყოფილი და თვითკმარია ეს სიტყვა, მასში არც შიშია, არც ვედრებაა, არც სინანული, ის უბრალოდ […]

“ვახტანგ ჭაბუკიანი მთაწმინდაზე დავკრძალეთ, გვეამაყებოდა…”

ნათია ფანჯიკიძე

ქართულ საბალეტო ხელოვნებაში ვახტანგ ჭაბუკიანი გამორჩეული ფიგურაა. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ქართულ ბალეტში არაერთი ლეგენდარული ბალეტის განხორციელება. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: “იმის მაგივრად, ვინმემ თავიდან აგვაწყოს, შეგვაკოწიწოს, ჩაგვახუტოს, საზოგადოების დახლეჩას და ბრბოს ხროვის ინსტინქტს გამხნევება უნდა კიდევ ამ ქვეყანაში? და თქვენ ფიქრობთ, ბრბო ვინმეს დაგინდობთ, ძალა თუ მოიკრიბა? თუ […]

ნათია ფანჯიკიძე: “ახალი თაობის მოსაწონ მუსიკას არასდროს არ უნდა ებრძოლო”

ნათია ფანჯიკიძე: "ახალი თაობის მოსაწონ მუსიკას არასდროს არ უნდა ებრძოლო"

– მუსიკა სამყაროს ის უნივერსალური ენაა, რომელიც ერთი მხრივ უთარგმნელად ესმის ყველას და ამავე დროს საკრალური საიდუმლოს მსგავსი რამაა, რომელსაც ყველა ვერ აღმოაჩენს, – აცხადებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და მშობლებს – მამას, მწერლ გურამ ფანჯიკიძეს და დედას მთარგმნელ დალი ფანჯიკიძეს იხსენებს: “მამაჩემი გიჟდებოდა კლასიკურ მუსიკაზე, ჯაზზე, ქართულ და არამარტო ქართულ ფოლკლორზე. მუსიკაში ბრწყინვალედ ერკვეოდა, მაგრამ […]

თანამედროვე ხელოვნება ფსიქიკური დაავადებაა

ნათია ფანჯიკიძე

– თანამედროვე ხელოვნება ფსიქიკური დაავადებააო, – ასე უთხრა საუბარში ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ამერიკაში ვიზიტისას არტ თერაპიის საკითხებზე შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა სპეციალისტმა. ნათია ფანჯიკიძე: “ძალიან მაგარ სპეციალისტთან მქონდა აქ შეხვედრა, არტ თერაპიის საკითხებზე და საუბარში თქვა – თანამედროვე ხელოვნება ფსიქიკური დაავადებააო. იუნიონ სქვერზე ქუჩის არტისტებს ჩამოვუჯექი მაყურებლად, კრიშნაიტულ “საგალობლებს” ასრულებდნენ და მედიტირებდნენ, მათი ნარინჯისფერ, ხიტონიანი ანგელოზები […]

“რადგან ღმერთი სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა “მიყვარხარ”

– აღდგომა განისაზღვრება სულში სიყვარულის აუზის ავსებით, აღდგენით და რადგან ღმერთი სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა “მიყვარხარ”. რამდენჯერაც გაიფიქრებ ამ სიტყვას, იმდენჯერ ხარ ჩახუტებული ღმერთთან, – ასეთია განმარტება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ეკუთვნის: “სიყვარულის მოზღვავებას ვგრძნობ, ყველას ჩაკოცვნა რომ გინდა, ისეთს. სიცოცხლის ძალების გამარჯვებაა, როცა გიხარია მისი ყველა გამოვლინება მზე, ხე, ყვავილი, […]