ჭდე: ნათია ბეჟაშვილი

ქართველი ვოკალისტების გამარჯვება იტალიაში

იტალიის ქალაქ ფასანოში დონ მატეო კალუჩის სახელობის საერთაშორისო კონკურსი დასრულდა. მასში სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტები მონაწილეობდნენ. საქართველოდან ამ კონკურსზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ვოკალისტებმა ანა სალარიძემ და ნათია ბეჟაშვილმა კონკურსზე წარმატებას მიაღწიეს. ნათია ბეჟაშვილი კონკურსის გამარჯვებული გახდა, ანა სალარიძემ კი პირველი პრემია მოიპოვა.