
მსოფლიო ვარსკვლავი ნასტასია კინსკი საქართველოში ჩამოდის. მსახიობი, რომელიც წელს ვენეციის კინოფესტივალის სახე იყო, ჩვენს ქვეყანას 14 სექტემბერს ეწვევა. ნასტასია კინსკი ბათუმის რიგით მეათე საავტორო კინოფესტივალზეა მიწვეული, სადაც მას მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალურ პრიზს გადასცემენ. ინფორმაციას “ბათუმელები” ფესტივალის ორგანიზატორებზე დაყრდნობით ავრცელებს. წელს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი 13-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება […]