ნარიყალა

ნარიყალას ციხის კედელი ბლოკით ამოაშენეს

ნარიყალას ციხის კედელი ბლოკით ამოაშენეს

თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის – უძველესი ნარიყალას ციხის კედელი ბლოკით ამოაშენეს. ინფორმაციას და ფოტოებს ნანა კობალაძე ავრცელებს: “ესეც ჩვენი ავტოფარეხად ქცეული და ოდესღაც „დროებით“ ბლოკებით „რესტავრირებული“ ნარიყალა… ახლაც შემოსაზღვრულია ბოტანიკურში გადასახედი, ადრე რესტავრირებული საფეხურები ჩამოშლილია, შესასვლელზე ლურჯი ბრეზენტია ჩამოფარებული… ახალი რესტავრაციის კვალი ვერ შევნიშნე…”

დაშენება ნარიყალას გალავანზე

ნარიყალას გალავანს დაშენებას უკეთებენ

უკანონო აშენება-მიშენება-მოშენება-დაშენება საქართველოში ნგრევასთან ერთად საკმაოდ აქტუალურია. ბევრმა კულტურულმა ძეგლმა თვითნებური მიშენებით, აშენებითა და დაშენებით პირველყოფილი სახე დაკარგა. გამონაკლისი არც ნარიყალას გალავანია, სადაც დაშენება მიმდინარეობს. ლელა დოლაკიძის ინფორმაციით, ნარიყალას გალავნის მარცხენა კედელს დაშენებას უკეთებენ. ლელა დოლაკიძე: “ბევრი ვიყვირე ნარიყალას გამო, მაგრამ ხმა მღაღადებლისა, კი ვიცით რაც ჩაიდინეს იქ… გალავნის მარცხენა კედელს დაშენებას უკეთებენ და მარჯვნივ […]

ნარიყალაზე კედლის ნაწილი ჩამოიშალა

ნარიყალაზე კედლის ნაწილი ჩამოიშალა

თბილისში ნარიყალას ციხეზე შესასვლელის მარჯვენა მხარეს კედლის მცირე ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას და ფოტოებს ისტორიკოსი ვლას ვაწაძე ავრცელებს: “ნარიყალაზე, შესასვლელის მარჯვენა მხარეს კედლის მცირე ნაწილი ჩამოიშალა!!! სიცოცხლით სავსე ქალაქში ესეთებიც ხდება!!!”

ნარიყალა ზიანდება

ნარიყალა ზიანდება

თბილისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი ნარიყალა ზიანდება. მას გადაუდებელი რესტავრაცია ესაჭიროება. ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ ის მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ ანუ „მცირე ციხესიმაგრე“ დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის […]