ჭდე: ნანიკო ხაზარაძე

ნანიკო ხაზარაძის ბოლო სამუშაო დღე “იმედის დღეში”

ნანიკო ხაზარაძის ბოლო სამუშაო დღე "იმედის დღეში"

ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როდესაც 10-წლიანი მუშაობა “იმედის დღეში” დასრულდა: “ბოლო სამუშაო დღე მაქვს “იმედის დღეში”. 10 წლის წინ დავიწყე და ხვალ ვასრულებ… ედით! ჩემი სურვილით… კიდევ ედით! აქ ვრჩები იმედზე.”

პეტრე ოცხელის მიერ მოჩუქურთმებული კარადა

პეტრე ოცხელის მიერ მოჩუქურთმებული კარადა

მხატვარ პეტრე ოცხელის შემოქმედება ნამდვილად გენიალურია თავისი ორიგინალურობით. ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ აღმოაჩინა, რომ კარადა, რომელიც მის სახლში წლებია ჰკიდია, პეტრე ოცხელის დამზადებული ყოფილა: “რაც თავი მახსოვს, ეს კარადაც მახსოვს… ახლა აღმოვაჩინე, რომ პეტრე ოცხელის გაკეთებულია ხელით… მამაჩემის ნაამბობის მიხედვით, თავად პეტრემ გვაჩუქა. პეტრეს და – ნინა ოცხელი და ბებიაჩემი თანაკლასელები და მეგობრები იყვნენ.”

ნანიკო ხაზარაძე გათხოვდა

ნანიკო ხაზარაძე გათხოვდა

ტელეკომპანია “იმედის” სახე, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე გათხოვდა. მისი რჩეული ლევან მათითაშვილია. ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში თავის მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ნანიკომ და ლევანმა უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღეს. ნანიკოსთვის ეს მეორე ქორწინებაა. ტელეწამყვანი პირველ ქორწინებაში ლევან ნუცუბიძესთან იმყოფებოდა, რომელთანაც გოგონა – ლილუ ნუცუბიძე ჰყავს.