ჭდე: ნანა ჯორჯაძე

ნანა ჯორჯაძის ტრიუმფი ჰოლივუდში

ნანა ჯორჯაძის ფილმმა ჰოლივუდში 6 ნომინაციაში გაიმარჯვა

ქართველმა რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ჰოლივუდში არნახულ წარმატებას მიაღწია. მის მიერ გადაღებულმა ფილმმა “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე 6 ნომინაციაში გაიმარჯვა. ნანა ჯორჯაძის ფილმი მოგვითხრობს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მისი ტრადიციების შესახებ და ღვინის, როგორც კულტურული ფასეულობის როლზე მსოფლიოში. ფილმის დაჯილდოება ჰოლივუდში გაიმართა. „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: “საუკეთესო უცხოური ფილმი”, […]

“არ მეგონა, თუ ასეთი დონის ცენზურა კიდევ არსებობდა”

აცხადებს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი და ნანა ჯორჯაძის ქართულ ღვინოზე გადაღებულ ფილმთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს: “ნაღდად არ მეგონა, თუ ასეთი დონის ცენზურა კიდევ არსებობდა, უფრო ვუშვებდი, რომ ადამიანები თვითცენზურის გამო უარს ამბობდნენ რაღაცეებზე. ნანა ჯორჯაძის ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან მოუთხოვიათ კახა ბენდუქიძისა და პაატა ბურჭულაძის ინტერვიუების ამოჭრა რაღაც ღვინის ფესტივალზე გასაგზავნად. ბენდუქიძე კიდევ გასაგებია […]

ნანა ჯორჯაძის საერთაშორისო წარმატება

ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდება. ზაზა ურუშაძის შემდეგ, ნანა ჯორჯაძე მეორე ქართველი რეჟისორია, რომელსაც ამ აკადემიის წევრად მიიღებენ. ნანა ჯორჯაძის ფილმი “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” ზუსტად 20 წლის წინ ოსკარზე იყო წარდგენილი ნომინაციაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”. ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია ყოველწლიურად იმატებს ახალ წევრებს. წელს მისმა ხელმძღვანელობამ 774 ახალი წევრის […]

ნანა ჯორჯაძე დააჯილდოვეს

ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე სოფიას კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს. ინფორმაცია ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა. ფესტივალის ფარგლებში გამართული ქართული კინოს რეტროსპექტივაზე 14 ფილმის ჩვენება მოეწყო. დახურვის ცერემონია, რომელსაც 1500 სტუმარი ესწრებოდა, მუსიკალურად გააფორმა ქართულმა ჯგუფმა “ასეა სულ”. წელს სოფიას მე-19-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ქართველებით აქტიურად იყო დახუნძლული. ფესტივალში მონაწილეობდა ნუცა ალექსი მესხიშვილის […]