ჭდე: ნამე

გიორგი შველიძის უარი მოსკოვს

გიორგი შველიძის უარი მოსკოვს

ქართველი ოპერატორის გიორგი შველიძის გადაწყვეტილებით, იგი უარს ამბობს მოსკოვში ჩასვლაზე, სადაც EAST-WEST. GOLDEN ARCH 2018-2019 წლის ნიმინანტების მოკლე სიაში მოხვდა. ზაზა ხალვაშის ფილმის “ნამეს” ოპერატორი ევრაზიის კინოდაჯილდოების საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაზეა წარდგენილი. ნომინანტებს შორის არიან რეჟისორები სერგეი ლოზნიცა და პაველ პავლიკოვსკი. გიორგი შველიძემ “ნამეზე” მუშაობისთვის ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების პრიზი მიიღო. ზაზა ხალვაშის ”ნამე” საქართველომ ოსკარზე წარადგინა, […]

ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკაში დააჯილდოვეს

ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკაში დააჯილდოვეს

ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკაში დააჯილდოვეს. გიორგი ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ამ ნომინაციაში ქართველ ოპერატორთან ერთად კიდევ ორი ნომინანტი იბრძოდა, თუმცა გამარჯვებულად გიორგი შველიძე დასახელდა. რიგით 33-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ამერიკაში გაიმართა. ქართველმა ოპერატორმა უცხოურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ უბედნიერესია და ეს გამარჯვება ყველა კინემატოგრაფისტს ეკუთვნის. მსგავსი […]

“ოსკარის” მოკლე ნუსხა ცნობილია

"ოსკარის" მოკლე ნუსხა ცნობილია

ოსკარების რიგით 91-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მომავალი წლის 24 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება. მანამდე კი ორგანიზატორებმა 9 ნომინაციაში საუკეთესოებად მიჩნეული ნამუშევრების მოკლე ნუსხა გამოაქვეყნეს. სამწუხაროდ, მოკლე ნუსხაში ვერ მოხვდა საქართველოს მიერ წარდგენილი ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე”. ინფორმაცია ფილმ “დედეს” რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გაავრცელა: “სამწუხაროდ, წელს საქართველო ოსკარზე ვერ მოხვდა, სამაგიეროდ მოხვდა აზიური ოსკარის ნომინანტი ხუთი […]

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველომ ოსკარზე წარსადგენი ფილმი გამოავლინა. სპეციალურმა კომისიამ 6 განაცხადიდან საუკეთესოდ რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე” მიიჩნია. ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოდა: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა”, ზაზა ხალვაშის „ნამე”, თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი”, მარიამ ხაჭვანის „დედე”, ნიკოლოზ ხომასურიძის “ექვთიმე ღვთისკაცი” და გიორგი მეგრელიშვილის “ჰამლეტი”.