მურმან ჯინორია

მურმან ჯინორია გია ყანჩელზე

მურმან ჯინორია გია ყანჩელზე

რუსთაველის თეატრის მსახიობი მურმან ჯინორია კომპოზიტორ გია ყანჩელზე გულწრფელ ჩანაწერს აქვეყნებს: “არიან ადამიანები, რომლებიც აკლდებიან ქალაქს და მთელ ქვეყანას, თუმცა გია ყანჩელი მთელ მსოფლიოს დააკლდა. იგი გრძნობდა სამყაროს გულისცემას და ქართულ სულიერებაში ატარებდა ყველა ნოტს, ამიტომ იყო მისი ხელოვნება ყველასთვის ახლობელი. მე, როგორც მუსიკის არაპროფესიონალს, მაინც მგონია, ვინც კი მომისმენია, მათ შორის ასეთ დრამატურგიულ მუსიკას […]

მურმან ჯინორიას მთავარი სათქმელი

მურმან ჯინორიას მთავარი სათქმელი

რუსთაველის თეატრის მსახიობ მურმან ჯინორიას მთავარი სათქმელი მაყურებელთან ყოველთვის თავისი სპექტაკლებით მიაქვს. მას სჯერა, რომ სამსახიობო ხელოვნებაში მთავარია სიტყვა, ამიტომ მას კარგად გააზრება სჭირდება: “ჩვენს პროფესიაში მთავარია სიტყვა, მაგრამ სიტყვა უნდა იყოს ამოხსნილი, რადგან შექსპირს აქვს ნათქვამი: “სიტყვა წარმოთქმული ფიქრის გარეშე ზეცამდე ვერ აღწევს.” ფიქრი ყველაზე დიდი რამ არის, რაც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. ჩვენ კი […]

ნახეთ ნათია თოდუას და მურმან ჯინორიას კლიპი

ნახეთ ნათია თოდუას და მურმან ჯინორიას კლიპი

გერმანული “ვოისის” გამარჯვებულმა ნათია თოდუამ და რუსთაველის თეატრის მსახიობმა მურმან ჯინორიამ დუეტი ჩაწერეს. “ფრთამოტეხილი მაფშალია” – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის ტექსტიც მამა პეტრემ დაწერა, სიმღერა კი – დავით არჩვაძემ. სიმღერაზე ვიდეორგოლი რეჟისორმა ლევან აბულაძემ გადაიღო. კლიპის სატელევიზიო პრემიერა “ნანუკას შოუში” გაიმართა.

მურმან ჯინორიას ხელით აშენებული ეკლესია

მურმან ჯინორიას ხელით აშენებული ეკლესია

რუსთაველის თეატრის მსახიობმა მურმან ჯინორიამ სამეგრელოში სენაკის რაიონის მშობლიურ სოფელ სორტაში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია საკუთარი ხელით ააშენა. ლაშა ღლონტი, მომღერალი: “ბატონი მურმან ჯინორიას მიერ საკუთარი ხელით აშენებული ეკლესია სამეგრელოში, მშოლიურ სოფელში, ულამაზეს სორტაში! საკუთარი შრომით და მწირი ჰონორარებით მთელი ცხოვრება აშენებდა და მხოლოდ ახლახანს დაასრულა. დღეს იქ უკვე წირვა აღევლინება! შეუწიროს უფალმა ეს უკელთილშობილესი საქმე […]

მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე

მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორი მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ელისო ბოლქვაძე ფესტივალის სტუმრებს სიახლეს სთავაზობს. 6 სექტემბერს ფესტივალი პოეზიის საღამოს დაეთმობა. ბათუმის მუსიკალური ცენტრის არტ-კაფეში რუსთაველის თეატრის მსახიობი მურმან ჯინორია პოეზიის მოყვარულებს 20:30 საათზე შეხვდება და მათთვის ცნობილი პოეტების ლექსებს წაიკითხავს. კლასიკური მუსიკის მოყვარულები პოეზიის ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებენ და მურმან ჯინორიას მიერ მხატვრულად წაკითხული ლექსების მოსმენით […]

ბათუმში კლასიკური მუსიკის დღესასწაული იწყება

ელისო ბოლქვაძეს ახალი წოდება მიანიჭეს

2017 წლის 2-8 სექტემბერს, საოცნებო ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, წელს მეხუთედ ტარდება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი Batumi MusicFest. ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრია და იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი დონის მუსიკოსები და ახალგაზრდა ტალანტები: ელისო ბოლქვაძე, ლისტის ორკესტრი, პეტრო დე მარია, დავით მუქერია, მიშელ სონი, ალექსანდრა მასალევა, ქართული […]

მურმან ჯინორია იუბილარია

მურმან ჯინორიას მთავარი სათქმელი

21 თებერვალს მურმან ჯინორია იუბილარია. მას 68 წელი შეუსრულდა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და ილიას პრემია “საგურამო”-ს მფლობელი მსახიობი გამორჩეულია თავისი ინდივიდუალიზმით და პროფესიისადმი დამოკიდებულებით. იუბილარი თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში სწავლობდა. მისი დასრულების შემდეგ, სამუშაოდ მივიდა რუსთაველის თეატრში და დღემდე იქ მოღვაწეობს. მურმან ჯინორიამ რუსთაველის თეატრის სცენაზე განასახიერა არაერთი როლი და მაყურებლის […]