ჭდე: მულტფილმი

არაჩვეულებრივი მულტფილმი სიყვარულზე

დედამიწას სიყვარული ატრიალებს! – ბრძანებს ქართველი კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო. “არტინფო” გთავაზობთ არაჩვეულებრივ მულტფილმს სიყვარულსა და წარმატებაზე, რომელიც ორ ადამიანზეა: ბიჭს არასოდეს უმართლებს და ყველაფერი მის წინააღმდეგოდ არის განწყობილი, გოგონას კი ფორტუნა მუდამ სწყალობს… და მაშინ, როდესაც ორივეს ასე ყოფნა სასტიკად მობეზრდა, ბედმა ისინი ერთმანეთს შეახვედრა. ეს ანიმაცია გვასწავლის, რომ […]

ვინსენტ ვან გოგზე მულტფილმს გადაიღებენ

Euronews-ის ცნობით, მსოფლიოში ცნობილ მხატვარზე ვინსენს ვან გოგზე ანიმაციურ ფილმს გადაიღებენ. მულტფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მას „სიყვარულით ვინსენტი“ ერქმევა და მხატვრის მიერ შექმნილი ასობით ნახატითა და წერილებით იქნება შედგენილი. ანიმაციაზე ოსკარის მფლობელ პროდიუსერთა ჯგუფი მუშაობს. მულტფილმის რეჟისორია მხატვარი დოროთა კობიელა. მისი თქმით, ანიმაციის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მხატვრის ერთ-ერთი წერილი წაიკითხა: “ვან გოგი […]

დისნეის დაკარგული მულტფილმი ნაპოვნია

უოლტ დისნეის მიერ გადაღებული მულტფილმი, რომელიც წლების განმავლობაში უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ნორვეგიის ბიბლიოთეკაშია ნაპოვნი. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური გამოცემები ავრცელებენ. სწორედ ეს მოკლემენტარჟიანი მულტფილმი ”Empty Socks” არის პირველი საშობაო ფირი, რომელიც კომპანია დისნეიმ გამოუშვა. მისი მთავარი გმირი კურდღელი ოსვალდია, რომელიც უოლტ დისნეიმ მიკი მაუსამდე შექმნა. როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, ფირი აღმოჩენილ იქნა ნორვეგიის ერთ-ერთ ქალაქში […]