
8 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება კონცერტი, რომელსაც ელისო ვირსალაძის ცენტრი წარმოგვიდგენს. საკონცერტო სერიის “კლასიკული მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში” მსმენელის წინაშე წარსდგებიან კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ (ხელმძღვანელი – ლელა მჭედლიძე), რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით და სოლისტები: ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები – მევიოლინეები ჯულია პუსკერი და ევა რაბჩევსკა. კონცერტზე შესრულდება: მოცარტი – კონცერტი ვიოლინოსა […]