Tag: მოზარდმაყურებელთა თეატრი

”7+1” ბრუნდება

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ლაშა ბუღაძის პიესები ბრუნდება. რეჟისორ გოგა ქაჩიბაიას სპექტაკლი “7+1” უფროსი თაობის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი და მასზე 17 წლამდე მაყურებელს არ უშვებენ. “ნოდარი და თამუნა… ლეილა და ასაწყობი კაცი… ქეთინო და ბადრი… ლეილა და ზღვა… სტალინი და მეძავი მაყვალა… აბსურდის თეატრის და ყოფითი ისტორიების სინთეზი ტრაღი-კომიკურ სანახაობას ქმნის. რეჟისორი თამამად საუბრობს ჩვენი […]

ვასილ კიკნაძე 85 წლისაა

24 დეკემბერს ცნობილ თეატრმცოდნეს, ახმეტელისა და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს ვასილ კიკნაძეს 85 წელი შეუსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე შედგება რეჟისორ ლილი ბურბუთაშვილის სპექტაკლის „რექვიემის“ ჩვენება, რომლიც ერთი თვის წინ ვასილ კიკნაძის ნაშრომის „თეატრი სუკის არქივში“ მიხედვით დაიდგა. წარმოდგენა ეძღვნება სანდრო ახმეტელის ცხოვრებისა და შემოქმედების მკველვარის, ვასილ კიკნაძის საიუბილეო თარიღს. თეატრალური პროექტი […]

მოზარდმაყურებელთა თეატრში საახალწლო სპექტაკლები იწყება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში საახალწლო სპექტაკლები იწყება. თეატრი თავის ერთგულ მაყურებელს სთავაზობს პრემიერებს როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე. „ახალი წლის ღამის კოსმიური სტუმრები“ ასე ქვია დრამატურგების ალექსანდრე სტაროტორჟსკის და ლარისა ტიტოვას ორ მოქმედებიან პიესა-ზღაპარს, რომელსაც რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. პიესის თარგმანი ეკუთვნის დოდო ხურცილავას, მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი, მუსიკალური გაფორმება გიორგი არველაძის, ქორეოგრაფი ნიკოლოზ […]

დიმიტრი ხვთისიაშვილი: ნუ გვიყენებთ სკანდალებისთვის!

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს და სთხოვს, ნუ გამოიყენებენ მათ სკანდალის ასაგორებლად: “ინტერნეტსივრცეში გაჟღერებული დაპირისპირების შესახებ მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და ფოლკლორის ცენტრს შორის საფუძველს მოკლებულია. შესაძლებელია მოხდა რაღაც შეუთანხმებლობა და არაკოორდინირებული მუშაობა, თუმცა მოზარდ მაყურებელთა თეატრს ფოლკლორის ცენტრისთვის არც ოფიციალური წერილით მიუმართავს და არც რაიმე ტიპის ხელშეკრულება გაუფორმებია მათთან გამოფენის გამართვასთან […]

ფოლკლორის ცენტრმა მოზარდმაყურებელთა თეატრი მოატყუა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი მოატყუა. როგორც თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თათია პაქსაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ყურადღება! ყურადღება! ფოტო-გამოფენა-აქცია “გამოდი! ძალა არა ძალადობაშია!” ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზის ნაცვლად გაიმართება 8 დეკემბერს მოზარდმაყურებელთა თეატრის ფოიეში. ადგილი აქვს ფაქტს, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებდით და წარმოვიდგენდით! საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის […]