Tag: მოზარდმაყურებელთა თეატრი

მოზარდმაყურებელთა თეატრში ,,სალამურას” პრემიერა გაიმართება

25 ოქტომბერს 13 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს მორიგ საჩუქარს სთავაზობს – არჩილ სულაკაურის ყველასთვის საყვარელი ნაწარმოები “სალამურა” დიდ სცენაზე ახლებური ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი. „სალამურას“ ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კოტე მირიანაშვილია. წარმოდგენა გაჯერებულია მუსიკითა და ორიგინალური ქორეოგრაფიით, მუსიკალური გაფორმებაზე ალექსანდრა ლორთქიფანიძემ იმუშავა, ქორეოგრაფიაზე – ლაშა რობაქიძემ. სპექტაკლის სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძეს ეკუთვნის, ორიგინალური კოსტიუმების მხატვარია […]

სპექტაკლი, რომელიც სილას გაგაწნავთ

თეატრის რეჟისორები ცდილობენ დადგან ისეთი სპექტაკლები, რომელიც ქართულ რეალობას მაქსიმალურად მიესადაგება. რამდენად გამოსდით მათ ჩანაფიქრის განხორციელება, ეს მაყურებლის გადასაწყვეტია, თუმცა თითოეული მათგანი ცდილობს თავისი საქთმელი საზოგადოებამდე მიიტანოს. რეჟისორი ოთარ ბაღათურია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში პრემიერას წარმოადგენს, რომელიც ახალ 88-ე თეატრალურ სეზონს გახსნის. „მეფე ლირს თავშესაფარში“ – ასე ეწოდება სპექტაკლს და მისი თემატიკა […]

მოზარდმაყურებელთა თეატრი სომხეთში მიიწვიეს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი სომხეთში მიიწვიეს. თეატრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ქართული თეატრი მიწვეულია საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც 5-დან 11 სექტემბრამდე ქალაქ ვანაძორში გაიმართება. თუმანიანის სახელობის საერთაშიორისო საბავშვო თეატრების ფესტივალი „ზღაპრების დღე“ მეათედ აიღებს სტარტს. ფესტივალზე თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლით „მზის სხივი“ 6 სექტემბერს წარსდგება.

მოზარდმაყურებელთა თეატრმა სპექტაკლები გააუქმა

მოზარდ მაყურებელთა თეატრის განცხადება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დაგეგმილი სპექტაკლები მოხსნა. 15 ივნისი მთელ საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა არა მარტო გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ თბილისის სხვადასხვა უბნებსაც. თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა: – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის კოლექტივი ღრმა სამძიმარს უცხადებს […]

მოზარდმაყურებელთა თეატრი უკრაინაში წავიდა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დასი უკრაინაში წავიდა. რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის თოჯინური ოპერა „სევილიელი დალაქი“ წარმოდგენილი იქნება უკრაინის ორ ქალაქში ორ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. მოზრდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი 19-23 მაისს ვინიცასა და პოლტავაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე „პადოლსკური თოჯინა“ და „გზამკვლევი ვარსკვლავი“ წარსდგება. „სევილიელი დალაქი“ 2014 წელს ანკარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „პატარა ქალბატონები, პატარა ჯენტლმენები“ მონაწილეობდა.

კოტე თოლორდავას ოჯახის დასახმარებლად საღამო გაიმართება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მსახიობ კოტე თოლორდავას ხსოვნის საღამო გაიმართება. საღამოს რეჟისორია მისი პედაგოგი დიმიტრი ხვთისიაშვილი. ღონისძიება საქველმოქმედოა. საღამოდან შემოსული თანხა მსახიობის ოჯახს გადაეცემა. კოტე თოლორდავას ხსოვნის საღამო მოზარდმაყურებელთა თეატრში 11 მაისს 20 საათზეა დაგეგმილი. მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი კოტე თოლორდავა სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” გამოჩენის შემდეგ გახდა პოპულარული. ის მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც […]

ბექა მარგიშვილს მოზარდმაყურებელთა თეატრი სპექტაკლს მიუძღვნის

22 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შედგება მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის “კუკარაჩა” ჩვენება. წარმოდგენა წლების წინ შალვა გაწერელიამ დადგა, რომელიც ახლა ოთარ ბაღათურიამ აღადგინა. შალვა გაწერელიასეულ დადგმაში ოთარ ბაღათურია მურტალოს როლს თამაშობდა, რომელიც შემდეგ კოტე თოლორდავას გადაულოცა. სპექტაკლი მიეძღვნება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ხსოვნას. სააქტო დარბაზის […]

მოზარდმაყურებელთა თეატრში გრიმების ზღაპრები დადგეს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა ძმები გრიმების ზღაპრების მიხედვით ორმოქმედებიანი სპექტაკლი დადგა. „პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი“ – ასე ჰქვია წარმოდგენას, რომლის პრემიერაც 11 აპრილს გაიმართება. თარგმანი მანანა გეგეჭკორს ეკუთვნის, მხატვარი ნინო ჩიტაიშვილია, მუსიკალური გამფორმებელი ალექსანდრა ლორთქიფანიძე, ქორეოქრაფი ანანო სამსონაძე, ინსცენირების ავტორები მანანა გეგეჭკორი და დიმიტრი […]

კოტე მახარაძის მონოსპექტაკლი აღდგენილია

მსახიობისა და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის მიერ დადგმული მონოსპექტაკლი აღდგენილია. “თავო ჩემო, ბედი არ გიწერია” – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მსახიობმა თავის დროზე მის მიერვე დაარსებულ ერთი მსახიობის თეატრში “ვერიკო” დადგა და მასში აკაკი წერეთლის შემოქმედება გააერთიანა. 2015 წელი იუნესკომ აკაკი წერეთლის წლად გამოაცხადა და მასში პოეტის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წელი გააერთიანა. იუნესკოს […]

ადოლფ ჰიტლერი გაცოცხლდა

გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ადოლფ ჰიტლერი გაცოცხლდა. მისი პიროვნება ქართული თეატრის სცენაზე რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა გააცოცხლა. 17 და 18 თებერვალს მოზარდმაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ნიკოლოზ საბაშვილი თეატრის მოყვარულ საზოგადოებას დამოუკიდებელი პროექტის „1945“-ის პრემიერა წარუდგენს. სპექტაკლის მხატვარია ბარბარა ასლამაზიშვილი, მუსიკალური გაფორმება თამაზ იმნაძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია ანა სანაიას. მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ჰიტლერი ბავშვობაში – ლუკა ქაჩიბაია, […]