მოზარდ მაყურებელთა თეატრი

სიახლე იუბილარი მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

სიახლე იუბილარი მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს გახსნის. ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეს, დიდ სცენაზე გაიმართება მწერლის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“, რომლის რეჟისორიც გიორგი თავაძეა. წარმოდგენა 19 საათზე დაიწყება. მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. საიუბილეო სეზონის განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრი […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ახალი 90-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება. თეატრალური სეზონის გახსნამდე თეატრი 1-3 სექტემბრამდე პოლონეთის ქალაქ შეცინში კამერული სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე „Pro Contra 2017″ წარსდგა. ფესტივალზე თეატრმა ითამაშა რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმული მონოსპექტაკლი „ღამე და თუთიყუში”, რომელიც თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით განხორციელდა. სპეციალურად ფესტივალისთვის ქართულენოვანი სპექტაკლი რუსულ ენაზე […]

ილია ჭავჭავაძის იუბილე ზესტაფონში აღინიშნება

ილია ჭავჭავაძის იუბილე ზესტაფონში აღინიშნება

შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“, „ილია ჭავჭავძის საქველმოქმედო ფონდი“ და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აგრძელებს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის აღნიშვნას. პროექტის „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ ფარგლებში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და მკვლელობიდან 110 წელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების ჩართულობით აღინიშნება. 29 ივნისს, საიუბილეო წელთან დაკავშირებული ღონისძიება ილია ჭავჭავაძის თემაზე გამოფენითა და სპექტაკლით […]

ქართული თეატრალური დასი პირველად ბუტრინტის საერთაშორისო ფესტივალზე

ქართული თეატრალური დასი პირველად ბუტრინტის საერთაშორისო ფესტივალზე

14-დან 20 ივლისამდე ალბანეთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბუტრინტი 2000“ გაიმართება. „ხმელთაშუა თეატრების ეროვნული ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში ქართველებს მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პირველია, რომელიც აღნიშნულ ფესტივალზე მიიწვიეს. 17 ივლისს რიგით XV საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბუტრინტის ანტიკური თეატრის სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“ […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სეზონის ბოლო პრემიერა!

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სეზონის ბოლო პრემიერა!

თეატრალური სეზონის ბოლოს მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს კიდევ ერთ პრემიერას სთავაზობს. 23 და 24 ივნისს 19:00 საათზე, დიდ სცენაზე, წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“. ინსცენირების ავტორმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ რამდენიმე ნაწარმოები გააერთიანა: „ჭინკები“, „მონატრება“, „სისხლი“, „ნუ გეშინია, დედა“, „დედა“, „მზიანი ღამე“ და „მარადისობის კანონი“. სპეციალურად ამ […]

მედეა კუჭუხიძის 80 წლის იუბილე მოზარდ მაყურებელთა თეატრში

მედეა კუჭუხიძის 80 წლის იუბილე მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, საქართველოს სახალხო არისტის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, რეჟისორ მედეა კუჭუხიძის 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო 12 ივნისს გაიმართება. მედეა კუჭუხიძეს 80-მდე წარმოდგენა აქვს დადგმული საქართველოს არაერთ თეატრში. საიუბილეო საღამოზე რეჟისორს ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვებენ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში მედეა კუჭუხიძის მიერ 1964 -2008 წლამდე დადგმულ რეზონანსულ […]

„ოქროს პეპელა“ – საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

„ოქროს პეპელა“ - საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

29 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა“. ფესტივალში მონაწილეობენ მოზარდები უკრაინიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და საქართველოდან. ფესტივალზე 42 მოკლემეტრაჟიანი – 7 წუთამდე მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი იქნება წარმოდგენილი. სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამაში 18 წლამდე მოზარდების 30 […]

6 იგავი ბიბლიიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

6 იგავი ბიბლიიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

„EVANGELION” – თანამედროვე, თავისუფალ, მოდერნისტულ საცეკვაო ხერხში გადმოცემული ამბის პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 3, 4 და 9 ივნისს 19 საათზე გაიმართება. ქორეოდრამის დრამატურგიული საფუძველი, რომელსაც დამდგმელმა ჯგუფმა მოკიდა ხელი, გაბედული და მოულოდნელია – ეს არის 6 იგავი ბიბლიიდან და სახარებიდან. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მხოლოდ ცეკვის საშუალებით გვიამბობენ იოანე ნათლისმცემლის, უძღები შვილის, მარიამ მაგდალელის, სალომესა […]

ნუგზარ ყურაშვილი – 45 წელი ქართულ სცენაზე!

ნუგზარ ყურაშვილი - 45 წელი ქართულ სცენაზე!

სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღს ეხმიანება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, სადაც 8 მაისს 19:00 საათზე, თეატრისა და კინოს ვარსკვლავოსანი არტისტის ბენეფისი გაიმართება. საღამოზე, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, ნუგზარ ყურაშვილის მონაწილეობით გათამაშდება ნაწყვეტები სპექტაკლებიდან „მე ვხედავ მზეს“ (ბაბილო), […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი იუბილარია. წელს თეატრი 90 წლის იუბილეს ბორჯომში „თეატრალური დღეების“ ფარგლებში აღნიშნავს. მოზარდ მაყურებელთა თეატრი 18 აპრილიდან მომავალი წლის 11 ნოემბრამდე იუბილეს ფარგლებში მაყურებელს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს. 18 აპრილს თეატრის დასის ნაწილი ბორჯომს ეწვევა, სადაც ბორჯომის „თეატრალური დღეები“ იუბილარი თეატრის წარმოდგენით „აურზაური არაფრის გამო“ გაიხსნება. სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც […]