Tag: მოზარდ მაყურებელთა თეატრი

შესარჩევი კონკურსი მამაკაცი მსახიობებისთვის მოზარდ მაყურებელთა თეატრში

შესარჩევი კონკურსი მამაკაცი მსახიობებისთვის მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აცხადებს შესარჩევ კონკურსს 27 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობებისთვის. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც უმაღლესი პროფესიული განათლების მქონე პირებს, ასევე სამსახიობო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 15 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე 12-დან 16 საათამდე, კვირის გარდა. კონკურსი ჩატარდება 29 ოქტომბერს 12 საათზე, მოზარდ მაყურებელთა […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბელორუსში მიიწვიეს

ბელორუსის მოზარდ მაყურებელთა თეატრი თბილისში პირველად ჩამოვა

მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით ბელორუსს ეწვევა. მინსკის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში 27-დან 29 სექტემბრის ჩათვლით ქართული დასი 2 სპექტაკლს წარმოადგენს – დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას „რწყილი და ჭიანჭველას“ და დიმიტრი ხვთისიაშვილის მონო-სპექტაკლს „ღამე და თუთიყუში“. გასტროლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 5-7 ოქტომბერს კი მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი თბილისს […]

პოლონური თეატრის საჩუქარი ქართველ ბავშვებს

პოლონური თეატრის საჩუქარი ქართველ ბავშვებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი „პინოქიო“ თბილისელი მაყურებლის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში 20-27 სექტემბერს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება. 21 სექტემბერს, ყველაზე პატარა მაყურებლისთვის (1-4) წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „იავნანა“. პატარა მაყურებელს საოცარი თავგადასავალი ელის ღამის სამყაროში, ისინი მსახიობებთან ერთად ეთამაშებიან მთვარის შუქსა და ფუმფულა ღრუბლებს, გაეშურებიან მთვარეზე, რომელიც დედამიწას უზარმაზარი, ნათელი სფეროსავით […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალ სეზონს იწყებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალ სეზონს იწყებს

14 სექტემბერი ყველასათვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში 12:00 საათზე თავს მოიყრიან მწერლის ოჯახის წევრები, თაყვანისმცემლები და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმომადგენლები. აქვე დაანონსდება რამდენიმე საინტერესო ღონისძიება, რომელიც მწერლის 90 წლის იუბილეს უკავშირდება. ღონისძიებებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც მიიღებს მონაწილეობას. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უკრაინაში მიიწვიეს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უკრაინაში მიიწვიეს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უკრაინაში მიიწვიეს. ახალი თეატრალური სეზონის გახსნამდე მოზარდელები უკრაინას გასტროლით ეწვევიან. 8-13 სექტემბერს ქალაქ კიევში თოჯინური სპექტაკლების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 9 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას ერთობლივ სპექტაკლს, „რწყილი და ჭიანჭველა“ ითამაშებენ.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის დახურვას ნოდარ დუმბაძეს მიუძღვნის

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის დახურვას ნოდარ დუმბაძეს მიუძღვნის

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი სეზონს 1 ივლისს დახურავს. 30 ივნისს და 1 ივლისს წარმოდგენილი სპექტაკლები ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავს მიეძღვნება. 30 ივნისს გათამაშდება სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“, ხოლო 1 ივლისს – სპექტაკლს „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“. სპექტაკლები 19 საათზე დაიწყება. 12 ივლისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი გურიაში მიემგზავრება. ნოდარ […]

უჩვეულო სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

უჩვეულო სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი პატარებს უჩვეულო სპექტაკლის პრემიერაზე იწვევს. 6, 9, 12 და 13 მაისს , ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რადიარდ კიპლინგის მოთხრობის მიხედვით შექმნილი ინტერაქტიული სპექტაკლი „ავაზას ლაქები“, რომლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორია კოტე მირიანაშვილი. წარმოდგენა პატარებს იმ უხსოვარი დროის ამბავს მოუთხრობს, როდესაც ყველა ცხოველი ერთფერი იყო. სპექტაკლის სანახავად მისულ ბავშვებს დარბაზში შესვლამდე კაპელდინერები […]

ნიკოლოზ ფაიქრიძის, თამარ ლორთქიფანიძის და ლევან გვაზავას სულ სხვა ამპლუა

ნიკოლოზ ფაიქრიძის, თამარ ლორთქიფანიძის და ლევან გვაზავას სულ სხვა ამპლუა

29 აპრილს 18 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სამი მსახიობის უჩვეულო შემოქმედებითი საღამო გაიმართება. სამ მსახიობს ნიკოლოზ ფაიქრიძეს, თამარ ლორთქიფანიძეს და ლევან გვაზავას მაყურებელი განსხვავებულ ამპლუაში იხილავს. ნიკოლოზ ფაიქრიძე საზოგადოებას პოეტურ კრებულს „ერთი ლექსის ძიებაში“ წარუდგენს. მის ლექსებს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები წაიკითხავენ. მსახიობი და მომღერალი ლევან გვაზავა სიმღერის „შენ“ კლიპის პრეზენტაციას […]

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დაარსებიდან 90 წლის იუბილე იზეიმა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ ქეისი გაიმართა, რომელსაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრნენ. შოუ ქეისზე წარმოდგენილი იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი. საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ სტუმრები გერმანიიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უნგრეთიდან […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა. ეს საიუბილეო თარიღი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს 18 აპრილს უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 14-18 აპრილის ჩათვლით გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ ქეისი, რომელთაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრებიან. შოუ ქეისზე წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი: „აურზაური არაფრის გამო“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), […]