ჭდე: მოზარდ მაყურებელთა თეატრი

მოზარდ მაყურებელთა თეატრის განცხადება

მოზარდ მაყურებელთა თეატრის განცხადება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 1 აპრილამდე წყვეტს სპექტაკლების ჩვენებას: “თეატრმა გადადო ყველა სპექტაკლი, მათ შორის პრემიერა „ნაცარქექიას თავგადასავალი“, რომელიც უნდა გამართულიყო 24, 25 და 26 მარტს. სპექტაკლების ჩვენება, სავარაუდოდ, 1 აპრილიდან აღდგება. შეგახსენებთ, რომ თეატრში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით დამუშავდა სამივე დარბაზი, ფოიე, სპექტაკლებისთვის საჭირო დეკორაცია და […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრის განცხადება

მოზარდ მაყურებელთა თეატრში საგანგებო პრესკონფერენცია დაინიშნა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ითვალისწინებს რა არსებულ ვითარებას, 17 მარტამდე წყვეტს სპექტაკლების ჩვენებას. ამ პერიოდში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თეატრში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. იმ მომხმარებელთა საყურადღებოდ, ვისაც შეძენილი გაქვთ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების ბილეთები, გაცნობებთ, რომ აღნიშნული წარმოდგენები გაიმართება 16 მარტის შემდეგ. სპექტაკლების ცხრილი ასე გამოიყურება: “მე ვხედავ მზეს” – 29 მარტს 19:00 […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრში საგანგებო პრესკონფერენცია დაინიშნა

მოზარდ მაყურებელთა თეატრში საგანგებო პრესკონფერენცია დაინიშნა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის მოზარდის დაღუპვის გამო. როგორც იცით, დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში იგეგმებოდა მსახიობ ნათელა მაჭავარიანის საღამო და ვარსკვლავის გახსნა. ამასთან დაკავშირებით დღეს, 14 საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება პრესკონფერენცია. მისამართი: დავით აღმაშენებლის 99/1

სპექტაკლი-აქცია მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სპექტაკლი-აქცია მოზარდ მაყურებელთა თეატრში

8 და 9 ნოემბერს 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში სპექტაკლის „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ პრემიერა შედგება. „ომი სამუდამოდ რომ დამთავრდეს, ყველამ ჩვენი მიცვალებულები უნდა გავუშვათ ჩვენგან. გავათავისუფლოთ მათი სულები ამ მძიმე ტვირთისგან. უნდა დავივიწყოთ ყოველი ნასროლი ტყვია, ნაცარტუტად ქცეული სახლი, დაღვრილი სისხლი. მძიმე, მაგრამ საჭირო ნაბიჯის […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი “ოდისეას” ბათუმში ითამაშებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი "ოდისეას" ბათუმში ითამაშებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი აჭარაში, ანიმაციური ფილმების 11-ე საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. 24 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მოზარდელები მულტიმედიურ სპექტაკლს „ოდისეა“-ს წარმოადგენენ. წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად ბავშვებისთვის ადაპტირებული მითოლოგია უდევს. სპექტაკლში მაყურებელი შეხვდება მითოლოგიურ გმირებს: ზევსს, ჰერას, ჰერმესს, პოსეიდონს და სხვა. მულტიმედიური პროექტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ დიასამიძე, […]

განსაკუთრებული შეთავაზება სტუდენტებს მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

განსაკუთრებული შეთავაზება სტუდენტებს მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სტუდენტებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს. 11 და 12 ოქტომბერს თეატრი მათ ბილეთებს 3 ლარად სთავაზობს. სტუდენტები შეძლებენ დაესწრონ შემდეგ სპექტაკლებს: ნილ საიმონის „ბილოქსი ბლუზი“, უილიამ შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“. სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში 2 957874 მისამართზე დავით აღმაშენებლის 99 სტუდენტებმა გთხოვთ წარადგინოთ სტუდენტური ბილეთი.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის „მგზავრის წერილები“ ზუგდიდში

მოზარდ მაყურებელთა თეატრის „მგზავრის წერილები“ ზუგდიდში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ჩაერთო პროექტში „კულტურა საზღვრებს გარეშე“. თეატრი 13 სექტემბერს 19 საათზე ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აფხაზეთიდან დევნილებისთვის გამართავს წარმოდგენას „მგზავრის წერილები“. სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი ხორციელდება საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში ასევე […]

“ჩიპოლინო” მოზარდ მაყურებელთა თეატრში

"ჩიპოლინო" მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯანი როდარის „ჩიპოლინო” პატარების ერთ-ერთი საყვარელი ზღაპარია, თუმცა მას უფროსებიც სიამოვნებით კითხულობენ. 21, 22 და 23 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს პრემიერაზე ეპატიჟება. ჩიპოლინოს მუსიკალურ სპექტაკლს რეჟისორი მაია ჩართოლანი დგამს. რა ხდება სუპერმარკეტში როცა სამუშაო დღე სრულდება? როცა გამყიდველები ტოვებენ სივრცეს და კარებები საგულდაგულოდ ირაზება? ადამიანები თვალს მოეფარებიან თუ არა, წამსვე […]

“ოდისეა” – მულტიმედიური სპექტაკლის წარმატება

"ოდისეა" - მულტიმედიური სპექტაკლის წარმატება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა ახალი თაობის მაყურებელს მულტიმედიური სპექტაკლის პრემიერა “ოდისეა“ წარუდგინა, რომელშიც გაერთიანებულია ანიმაციისა და კინოს ხერხები. წარმოდგენამ მაყურებელთა და კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. „ოდისეა“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების შოუ-ქეისში 10 საუკეთესო წარმოდგენებს შორის მოხვდა. მულტიმედიური სპექტაკლი “ოდისეა“ 24 ოქტომბერს მიწვეულია ბათუმში, სადაც საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით […]

მულტიმედიური სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

მულტიმედიური სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა. თეატრის დიდ სცენაზე 28, 29 და 30 მაისს ახალი თაობის მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება მულტიმედიური სპექტაკლი “ოდისეა“. მასში გაერთიანებულია ანიმაციისა და კინოს ხერხები. წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად ბავშვებისთვის ადაპტირებული მითოლოგია უდევს. სპექტაკლში მაყურებელი შეხვდება ისეთ მითოლოგიურ გმირებს, როგორებიც არიან: ზევსი, ჰერა, ჰერმესი, პოსეიდონი, იანუსი, აფროდიტე, პენელოპე, ტელემაქე და სხვა. თეატრალური […]