ჭდე: მოხუცი ჯამბაზები

კახი კავსაძე ”მოხუც ჯამბაზებს” ვეღარ ითამაშებს

კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

მსახიობი კახი კავსაძე რუსთაველის თეატრში რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპექტაკლს “მოხუცი ჯამბაზები” ვეღარ ითამაშებს. 26 თებერვალს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი სპექტაკლი “მოხუცი ჯამბაზები” 82 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო: “ბატონი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 26 თებერვალს დანიშნული სპექტაკლი ,,მოხუცი ჯამბაზები” გადაიდო 28 მარტს. შესაბამისად 26 თებერვლის ბილეთებით სარგებლობა შეგიძლიათ 28 […]

“ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება”

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი მარინა ჯანაშია სცენას დაუბრუნდა. მსახიობი მონაწილეობას მიიღებს რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში “მოხუცი ჯამბაზები”. მარინა ჯანაშია: „რა ბედნიერებაა თეატრი, რა ბედნიერებაა ამდენი ხნის პერიპეტიის შემდეგ დაბრუნება… ასეთი დიდი სიყვარულის საბურველში გახვევა. ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება. მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა.“

ყვარლის სახალხო თეატრი იხსნება

10 ივნისს ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრი იხსნება. თეატრის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება რუსთაველის თეატრის სპექტაკლი “მოხუცი ჯამბაზები”, სევდიანი კომედია ორ მოქმედებად. პიესის თარგმანი თამაზ გოდერძიშვილის და გოჩა კაპანაძეს ეკუთვნით, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გოჩა კაპანაძეა, მხატვარი ანა ნინუა, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, რეჟისორის თანაშემწე გრიგოლ თათეიშვილი. გოჩა კაპანაძის გახმაურებულ სპექტაკლში მონაწილეობენ კახი კავსაძე, თენგიზ […]