მიშა გომიაშვილი

მთავარი ჯილდო მიშა გომიაშვილს

მთავარი ჯილდო მიშა გომიაშვილს

მსახიობმა მიშა გომიაშვილმა კიდევ ერთი მთავარი ჯილდო დაიმსახურა. მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მას მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი გადაეცა. მიშა გომიაშვილმა ჯილდო რეჟისორ ლალი კიკნაველიძის ფილმში “კახეთის მატარებელი” შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო. ფილმი დრამაა, რომელიც არჩილ ქიქოძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული.

მიშა გომიაშვილის ყველაზე აქტუალური კითხვა

მიშა გომიაშვილის უდიდესი განსაცდელი

მსახიობი მიშა გომიაშვილი დღევანდელობისთვის ყველაზე აქტუალურ კითხვას სვამს და პასუხსაც ელოდება: “პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების გამო, ფინანსურ კოლაფსში აღმოჩენილმა რამდენმა ადამიანმა მოიკლა თავი, ან ფინანსურ კრიზისში აღმოჩენილი ინფარქტით გარდაცვლილი რამდენი ადამიანი გვყავს, ითვლის ვინმე?”

მიშა გომიაშვილის წარმატება

მიშა გომიაშვილის წარმატება

მსახიობი მიშა გომიაშვილი წლის მიწურულს თავის გულშემატკივრებს სასიამოვნო ინფორმაციით ახარებს. მსახიობის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი – მხატვრული ფილმი “ჰეფი ენდი” პრემია “ოქროს არწივის” სამ ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო ფილმი; მამაკაცის საუკეთესო როლი და საუკეთესო კინო მუსიკა. მიშა გომიაშვილი ფილმში “ჰეფი ენდი” შესრულებული მთავარი – ქსენოფონტის როლით მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციაშია წარდგენილი.

მიშა გომიაშვილის უდიდესი განსაცდელი

მიშა გომიაშვილის უდიდესი განსაცდელი

მსახიობ მიშა გომიაშვილისთვის ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელის ეტაპი დადგა. ხელოვანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა: “ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა… მოგახსენებთ: კორონა ვირუსი, ღმერთის წყალობით, არ მაქვს! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს… ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი […]

მიშა გომიაშვილი საავადმყოფოში მოხვდა

მიშა გომიაშვილი საავადმყოფოში მოხვდა

მსახიობი მიშა გომიაშვილი საავადმყოფოში მოხვდა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა კორონავირუსიანობის ჟამს თავისი მეგობრები, ახლობლები და ათასობით გულშემატკივარი დაამშვიდა და განმარტა, რომ კოვიდ 19 არ სჭირს: “არ ინერვიანოთ – კორონასთან საქმე არ მაქვს… გუშინ გამოვედი… ამ დღეებში სხვაგან უნდა დავწვე გამოკვლევაზე…”

სასიამოვნო სიახლე მიშა გომიაშვილისგან

სასიამოვნო სიახლე მიშა გომიაშვილისგან

მსახიობი მიშა გომიაშვილი თავის ერთგულ გულშემატკივარს ყოველთვის ანებივრებს სასიამოვნო სიახლეებით. ამჯერად მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ახალ კომედიაში. რეჟისორ ევგენი შელიაკინის ფილმს “ჰეფი ენდი”  (ბედნიერი დასასრული) ჰქვია და რუსეთის და ტაილანდის ერთობლივი ნამუშევარია. მიშა გომიაშვილი ფილმში მთავარ როლს ასრულებს. მისი გმირი ტაილანდის ერთ-ერთ სანაპიროზე მოდის გონს და არ ახსოვს არც თავისი სახელი, არც მიზეზი, რისთვის აღმოჩნდა ასე […]

ეძღვნება ნოდარ მგალობლიშვილს: “რამდენი დარდი, წყენა გაჰყვა…”

ეძღვნება ნოდარ მგალობლიშვილს: "რამდენი დარდი, წყენა გაჰყვა..."

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი თავის უფროს კოლეგას ნოდარ მგალობლიშვილს ემშვიდობება: “წავიდა! დიდი არტისტი! გენიალური პარტნიორი! ქართული თეატრის ლეგენდა! უშიშარი და პირდაპირი კაცი! კარგი მოქალაქე, ასეთ არტისტებს სხვა ქვეყნებში ხელის გულზე ატარებენ, ცივ ნიავს არ აკარებენ, აქ კი… ისე წავიდა, რომ მისი შესაძლებლობის 50%-ც კი ვერ თუ არ იქნა გამოყენებული. ისე წავიდა, ჩუმად, არავინ შეუწუხებია. […]

“მივულოცოთ მამუკას!”

"მივულოცოთ მამუკას!"

მსახიობმა მამუკა ლორიამ მთავარი პრიზი მოიპოვა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ჯილდო რუსთაველის თეატრის მსახიობმა მოიპოვა ფილმში “მან თქვა დედა” მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. სასიხარულო ინფორმაცია ფილმში მონაწილე მსახიობმა მიშა გომიაშვილმა გაავრცელა: “მივულოცოთ მამუკას! მთავარი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის! ეს ერთი და სხვა მრავალი! გაიხარე!”

“აი, ეს არის ჩვენი კულტურის სამინისტრო…”

მიშა გომიაშვილი ლიდერია

აცხადებს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი და კულტურის მინისტრის და რამდენიმე მმართველის სამინისტროდან გამოყრის ინიციატივით გამოდის: “აი, ეს არის ჩვენი კულტურის სამინისტრო… აი, ამ სამინისტროდან, რამოდენიმე მმართველის გამოკლებით (რიგით თანამშრომლებს ეს არ ეხება) მინისტრის თამადობით უნდა გამოყარო ყველა უკანალში პანჩურის რტყმით, დააყენო სამინისტროს წინ, საჯაროდ ჩახადო, ძ..ენიანი ცოცხებით გატყიპო და ისე გაყარო სამინისტროდან!”

მამუკა ლორია საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

მამუკა ლორია საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. ეს სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა მიშა გომიაშვილმა გაავრცელა. მამუკა ლორიას წარმატება ფილმმა “მან თქვა დედა” მოუტანა, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც არსენ აგაჯანიანია. ფილმში მამუკა ლორიასთან ერთად მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები მიშა გომიაშვილი, სოსო ლაღიძე, თამარ მაყაშვილი, მზია არაბული, ლუკა თარხან-მოურავი, გია კორკოტაშვილი. ”არტინფო” გთავაზობთ ფილმის ტრეილერს: