ჭდე: მიხო მოსულიშვილი

ვაჟა ფშაველას შედევრები იაპონურად

ვაჟა ფშაველას შედევრები იაპონურად ითარგმნა

ვაჟა ფშაველას შემოქმედება იაპონურ ენაზე ითარგმნა. მწერლისა და პოეტის პოემები და მოთხრობები იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა. მიხო მოსულიშვილი, მწერალი: “აი, ახლა კი გაარკვევს იაპონელი მკითხველი, როგორ გაივლიან ვაჟა-ფშაველას დამკვირდებული „კაი ყმის“ იდეალის განმასახიერებელი პერსონაჟები (მისი პოემების გმირები) იაპონელი სამურაების „ბუშიდოს“, ანუ „მეომრის გზას“! და ეს პერსონაჟები რატომ მიაგვანან აკუტაგავა რიუნოსკეს დახატულ სამურაებს! ვაჟა-ფშაველას შედევრები იაპონურად ქართულიდან […]

ვაჟა გიგაშვილი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მწერალი და სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი გარდაიცვალა. “გიგაშა – რომელიღაც მარტოხელა დიდი კატა” – ასე უწოდა თავის ჩანაწერს მწერალმა მიხო მოსულიშვილმა და გულისტკივილით აღნიშნა, რომ არც ერთ საინფორმაციო საშუალებას ეს ამბავი არ უხსენებია: “გამოსათხოვარი: ვაჟა გიგაშვილის ამბავი ნაახალწლევს გავიგე შემთხვევით, – 2017 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილა და 2018 წლის 2 იანვარს დაუმარხავთ მუხათგვერდის […]

“სადღაა ეს მემორიალი?”

17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. მწერალი მიხო მოსულიშვილი ამ თარიღთან დაკავშირებით ფოტოს აქვეყნებს: “2011 წელს გადავიღე პატარა მემორიალური ქვა იმ ადგილზე, ლეჩკომბინატთან, სადაც გალაკტიონ ტაბიძე იკარუსივით დაენარცხა მიწას… სულ რაღაც ექვსი წელია გასული და სადღაა ლეჩკომბინატი და იმის ასასვლელ კიბესთან ეს მემორიალი? რაღაც სახელდახელო კორპუსს დგამენ ამის ადგილზე გამალებული ტემპით… მოკლედ, რას ვაშენებთ, რას […]

ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ფილმს გადაიღებენ

საქართველოს ეროვნულ გმირზე ქაქუცა ჩოლოყაშვილზე მხატვრულ ფილმს გადაიღებენ. Kakutsa Cholokashvili VS Lavrentiy Beria – ასეთია ახალი ისტორიული დრამის დევიზი, რომლისთვისაც სცენარი მწერალმა მიხო მოსულიშვილმა დაწერა. ამ სცენარით მან მონაწილეობა მიიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში და გამარჯვებულიც გახდა. მიხო მოსულიშვილი, მწერალი: – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონკურსი გულისხმობდა ისტორიული […]