ჭდე: მიხეილ კალატოზიშვილი

მიხეილ კალატოზიშვილის დაკარგული ფილმი ნაპოვნია

მიხეილ კალატოზიშვილის დაკარგული ფილმი ნაპოვნია

ცნობილი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. ინფორმაციას ნანა დოლიძე ავრცელებს: “ფილმი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია და რამოდენიმე დღეში რუსეთის ფილმსაცავიდან სამშობლოში დაბრუნდება! ვიცი ბევრ კინემატოგრაფისტს, კულტურისა და ისტორიის გულშემატკივარს გავახარებ ამ ინფოთი. 90 წლის შემდეგ, მიხეილ კალატოზიშვილის და ნუცა ღოღობერიძის 1928 წელს შექმნილი პირველი ერთობლივი ნამუშევარი “მათი სამეფო” ბრუნდება.”

28 დეკემბერი მიხეილ კალატოზიშვილის დაბადების დღეა

28 დეკემბერს ქართველი კინორეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის დაბადების დღეა. ის ერთდროულად იყო რეჟისორიც, სცენარისტიც და ოპერატორიც. მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი „მათი სამეფო“. შემდეგ გადაიღო ფილმი „ჯიმ შვანთე“ – „მარილი სვანეთს“, რომელიც ნოვატორულ, პოეტურ ნაწარმოებად არის აღიარნებული. ფილმში დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული. რეჟისორმა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში დაიწყო სწავლა, სარეჟისორო მოღვაწეობას […]