ჭდე: მეცნიერებათა აკადემია

გიორგი კალანდიას მოხსენება მეცნიერებათა აკადემიაში

გიორგი კალანდიას მოხსენება მეცნიერებათა აკადემიაში

პროფესორი გიორგი კალანდია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მოხსენების თემა იყო “საქართველოს საზღვრების ისტორია, ევროპული და რუსული რუკების მიხედვით”. აღნიშნულ მოხსენებაზე გამოყენებული მასალა მოძიებულ იქნა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი. გიორგი კალანდიას მოხსენებას პრეზიდიუმის სხდომის წევრების მიერ მაღალი შეფასება მიეცა.