Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: მესხეთის თეატრი

მესხეთის თეატრის გასტროლი თბილისში

მესხეთის თეატრის გასტროლი თბილისში

თბილისში რეგიონული თეატრების გასტროლი გრძელდება. ამჯერად დედაქალაქს მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა. 9 და 10 ნოემბერს, მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები: „მშვიდი ღამე“ და „ ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. 9 ნოემბერს 20 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე მესხეთის თეატრალური დასი ჰაროლდ მიულერის ერთ მოქმედებიან დრამას „მშვიდი ღამე“ ითამაშებს, რომლის რეჟისორიც […]

მესხეთის და ფოთის თეატრები ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალზე

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი ოზურგეთში

9 ივლისს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლებს მესხეთის და ფოთის თეატრები ითამაშებენ. “ძახილი” – ასე ეწოდება ორივე თეატრის სპექტაკლს, რომლებიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით არის დადგმული. 9 ივლისს, 15 საათზე ოზურგეთის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კიდევ ერთი და განსხვავებული ინტერპრეტაცია ფოთის თეატრისაგან. მოხუცებული იულია ბებია ვეღარ უმკლავდება შვილიშვილს, ნოდარს […]

მესხეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია

მესხეთში ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდება

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლია სულუაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიაა. კომპანიამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები დროულად ვერ შეასრულა. მეხსეთის თეატრის ხელმძღვანელობამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად ახალი კომპანიის ძებნა დაიწყო, მანამდე კი კერძო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია, რომელიც თეატრში არსებულ ვითარებას დეტალურად შეისწავლის. მეხსეთის თეატრში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად კულტურის სამინისტრომ […]

მესხეთში ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდება

მესხეთში ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდება

მესხეთის თეატრი ეროვნული დრამატურგიის თეატრალურ ფესტივალს  უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ქალაქების თეატრები მიიღებენ მონაწილეობას. სამი კვირის განმავლობაში მაყურებლისთვის სპექტაკლებს ითამაშებენ თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის, ჭიათურის, სოხუმის და მესხეთის თეატრები. ფესტივალი 7 სექტემბერს გაიხსნება და მაყურებლის წინაშე წარსდგება თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლით “ამბავი ვეფხისა და მოყმისა”. საფესტივალო პროგრამა ასეთია: 8 სექტემბერი ერისთავის თეატრი “სამეფოო, ძველთა […]

მესხეთის თეატრში პრემიერაა

მესხეთის თეატრში პრემიერაა

მესხეთის (ახალციხის) თეატრში 7 აგვისტოს პრემიერაა. რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა ერთმოქმედებიანი ლირიკული კომედია  დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები მანანა ბერიძე და ლაშა ბუტულაშვილი. პრემიერაზე მისული მაყურებლისთვის მესხეთის თეატრი წარმოადგენს ქართველი დრამატურგის ირაკლი სამსონაძის გახმაურებულ პიესაზე დადგმულ სპექტაკლს „ყოფილების სარეცელი“. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა “ყოფილების სარეცელი” თეატრის სცენაზე ცოცხლდება. რუსთაველის თეატრის შემდეგ, სპექტაკლი გორში დაიდგა, ამჯერად კი […]

მესხეთის თეატრი ქველმოქმედებაში ერთვება

მესხეთის თეატრი ქველმოქმედებაში ერთვება

ახალციხის (მესხეთის) თეატრი თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლის თამაშს გეგმავს. 18 ივნისს მესხეთის თეატრში რეჟისორი კახა გოგიძის სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. “იქ, სადაც ჩემი სახლია” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც ქველმოქმედებისთვის გათამაშდება: – ძვირფასო მეგობრებო! 18 ივნისს გაიმართება მესხეთის თეატრის საქველმოქმედო სპექტაკლი ,,იქ, სადაც ჩემი სახლია“, დამდგმელი რეჟისორი კახა გოგიძე, რომლის შემოსავალი […]