მერაბ აბრამიშვილი

მერაბ აბრამიშვილის ნახატები კვიპროსის აუქციონზე

მერაბ აბრამიშვილის ნახატები კვიპროსის აუქციონზე

ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის ნახატები სოთბის აუქციონის შემდეგ, კვიპროსის აუქციონზეც გაიყიდა. კვიპროსის აუქციონზე ქართველი ხელოვანის 3 ნამუშევარი “საიდუმლო სერობა”, “ქერუბიმი” და “მთავარანგელოზი” გაიყიდა. ინფორმაცია ბაია გალერეამ გაავრცელა: “ფასების საბოლოო ვერსია გადასახადების ჩათვლით, ჯერ გამოქვეყნებული არ არის, ვწერთ აუქციონის ფასებს და მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ საბოლოო ფასებს გადასახადების ჩათვლით: „საიდუმლო სერობა“ – 55.000 ევრო “ქერუბიმი“ – 17.000 ევრო […]

მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე გაიყიდა

მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე გაიყიდა

ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები ლონდონის სოთბის აუქციონზე გაიყიდა. “სამოთხის ბაღი“ – 50.400 ფუნტ სტერლინგად, ხოლო „კუმაუნის კაციჭამია“ – 44.100 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე იყიდება.

მერაბ აბრამიშვილის ნახატი სოთბის აუქციონზე

მერაბ აბრამიშვილის ნახატი სოთბის აუქციონზე

ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილია საოცარი ნამუშევრები მსოფლიოს ყველაზე ცნობილ აუქციონზე სოთბიზე გაიყიდება. „სამოთხე“ – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც სოთბის აუქციონზე 35.000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე ხვდება და სოლიდურ ფასად იყიდება. მის შემოქმედებას მთელს მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ.

სასიამოვნო სიახლე

სასიამოვნო სიახლე

მხატვარ მერაბ აბრამიშვილის შემოქმედება კარგა ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. მისი ნამუშევრები სხვადასხვა აუქციონებზე სოლიდურ ფასად იყიდება. ბაია გალერეა ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრიტის აუქციონზე მხატვრის “მოცეკვავე” სოლიდურ ფასად გაიყიდა: “სასიამოვნო სიახლე მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების მფლობელთათვის! კიდევ ერთი მაღალი შედეგი ხელოვნების საერთაშორისო ბაზარზე! კრისტის აუქციონზე მერაბ აბრამიშვილის “მოცეკვავე”, რომლის ესტიმეიტი 7 000 – 9 000 ფუნტი სტერლინგი […]

792.750 ფუნტი სტერლინგი ქართული მხატვრობისთვის

სოთბის აუქციონზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიყიდა

ლონდონში “სოთბის” მორიგი აუქციონი გაიმართა, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი – ნიკო ფიროსმანის “შველი წყლის პირას”, ლადო გუდიაშვილის “ჩვენი ნიკო”, მერაბ აბრამიშვილის “300 არაგველი” და “ავაზა”, ასევე ავთო ვარაზის თევზი და ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრები. ნიკო ფიროსმანის ტილოს “შველი წყლის პირას” საწყისი ფასი 150.000 ფუნტი სტერლინგი იყო. ნახატი 629.000 ფუნტ სტერლინგად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ეს […]

სოთბის აუქციონზე კიდევ ერთი ქართველის ნახატი გაიყიდება

სოთბის აუქციონზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიყიდა

7 ივნისს ლონდონში დაგეგმილ სოთბის აუქციონზე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები მრავლად იქნება წარმოდგენილი. “არტინფო” წერდა, რომ აუქციონზე გაყიდვებში მონაწილეობას მიიღებს ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნახატები. ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 7 ივნისს ლონდონში სოთბის სააუქციონო სახლში 5 ქართველი ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ქეთევან კორძახია: “სრულიად საქართველოს და დაინტერესებულებს განსაკუთრებით, გაცნობებთ, რომ 7 ივნისს, ლონდონში, Sotheby’s-ს […]

ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე გაიყიდა

ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე გაიყიდა

სოთბის სააუქციონო სახლი ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ექცევა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბოლო პერიოდში გასაყიდ ექსპონატთა შორის ქართველი ხელოვანების ნამუშევრებიც ხვდება. ამჯერად სოთბის სააუქციონო სახლის აუქციონზე “XX საუკუნე – განსხვავებული პერსპექტივა” მერაბ აბრამიშვილის რამდენიმე ნამუშევარი გაიტანეს. მათგან ერთ-ერთი “პიანინო” 25.000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ინფორმაციას ბაია გალერეა ავრცელებს და განმარტავს, რომ ქართველი მხატვრის ეს ნამუშევარი […]