ჭდე: მეფე ლირი

ალ პაჩინო მეფე ლირის როლში

ალ პაჩინო მეფე ლირის როლში

78 წლის ამერიკელი მსახიობი ალ პაჩინო უილიამ შექსპირის ”მეფე ლირის” ეკრანიზაციაში მიიღებს მონაწილეობას. მეფე ლირის როლს ალ პაჩინო ბრიტანელი რეჟისორის მაიკლ რედფორდის ფილმში ითამაშებს. გადაღებები მომავალ წელს დაიწყება. შექსპირის “მეფე ლირი” მსოფლიო დრამატურგიის მწვერვალად არის მიჩნეული. სხვადასხვა დროს კინორეჟისორებმა მეფე ლირის შესახებ 30 ფილმი გადაიღეს. ერთ-ერთი ბოლო ფილმი BBC-მ გადაიღო და მასში მეფე ლირის როლი […]

ენტონი ჰოპკინსი “მეფე ლირის” როლში

ენტონი ჰოპკინსი "მეფე ლირის" როლში

უილიამ შექსპირის ტრაგედია “მეფე ლირი” მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია და მთავარი როლის თამაშზე ბევრი მსახიობი ოცნებობს. 80 წლის მსოფლიო ვარსკვლავმა ენტონი ჰოპკინსმა გამოწვევა მიიღო და უილიამ შექსპირის “მეფე ლირი” განასახიერა. ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში მონაწილეობენ ემა ტომპსონი, ემილი უოტსონი, ფლორენს პიუ, კრისტოფერ ეკლესტონი, ენდროუ სკოტი…

ზურა ყიფშიძის ტრიუმფი ისრაელში

კინომსახიობთა თეატრი ბეერ შევას ფესტივალზე მაყურებლის წინაშე ზურა გეწაძის სპექტაკლით “მეფე ლირი” წარსდგა, სადაც მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებს. როგორც მოსალოდნელი იყო, სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ქართველებმა ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს ისრაელის მაცხოვრებლებს. სპექტაკლთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებს მანანა დუმბაძე გვიზიარებს: “ვამბობდი, ბეერ შევა დიდი თეატრალური ზეიმის მომსწრე გახდება-მეთქი და ასეც მოხდა და კიდევ უფრო მეტიც. ვინც […]

ზურა ყიფშიძე საუკეთესოდ დასახელდა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ზურა ყიფშიძე საუკეთესოდ დასახელდა. თეატრისა და კინოს მსახიობს საუკეთესო მსახიობის ტიტული მიენიჭა. ეს ჯილდო ზურა ყიფშიძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თეატრში დაბრუნებისა და ახალი როლისთვის მიიღო. რეჟისორმა ზურა გეწაძემ კინომსახიობთა თეატრში უილიამ შექსპირის “მეფე ლირი” დადგა, სადაც მთავარი – მეფე ლირის როლი – ზურა ყიფშიძემ შეასრულა. სპექტაკლმა მაყურებელში დიდი ინტერესი […]

დავით დოიაშვილის “მეფე ლირი” რუმინეთში

რუმინეთში, ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში ქართველი რეჟისორის დავით დოიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის “მეფე ლირის” პრემიერა გაიმართება. უილიამ შექსპირის უკვდავი ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რუმინელი მაყურებელი 11 დეკემბერს იხილავს. რუმინეთის პრესა და ტელევიზია ქართველი რეჟისორის მიერ განხორციელებულ სპექტაკლს აქტიურად აშუქებს. რუმინეთის არხებზე ტრიალებს “მეფე ლირის” პრემიერისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეორგოლი. სპექტაკლს დავით დოიაშვილი ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში უკვე ერთ […]