ჭდე: მეფე ერეკლე

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის

საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩჭენის შესახებ ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე გვიზიარებს: “ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის: პეტერბურგში ალექსანდრე ნეველის ლავრის წმ. თეოდორეს (ფეოდოროვსკი) ტაძრის პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა საბჭოთა დროს ცემენტით გადაფარული საქართველოს სამეფო ოჯახის წევრთა, კერძოდ მეფე ერეკლეს და მეფე გიორგი მეთორმეტის შვილების, რძლების, შვილიშვილების 26 საფლავი, მათ შორის ცნობილი მკვლევრის […]

“საქართველოს უკანასკნელი სიმტკიცე სტეფანწმინდის მთაა”

მეფე ერეკლე: "საქართველოს უკანასკნელი სიმტკიცე სტეფანწმინდის მთაა"

“საქართველოს უკანასკნელი ძალა და სიმტკიცე სტეფანწმინდის მთა არის” – ამბობდა მეფე ერეკლე. ამის შესახებ მწერალი ვახტანგ ორბელიანი წერდა: “საქართველოს უკანასკნელი ძალა და სიმტკიცე სტეფანწმინდის მთა არის. სპარს-ოსმალებმა რომ მთელი საქართველო აიღონ, სტეფანწმინდას თუ ვერაფერი დააკლეს, უნდა იცოდეთ, რომ საქართველოში ვერ გაძლებენ, მაგრამ თუ სტეფანწმინდაც აიღეს, მაშინ კი საქართველო წაიქცევა.”

უნიკალური მასალები საქართველოზე ელისაბედ I-ის დოკუმენტებში

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკაში მიკვლეულ უნიკალურ მასალებზე მუშაობას აგრძელებს: “დავასრულეთ მუშაობა წიგნზე “ერეკლე მეფე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში”, ფონდ “ქართუს” თანადგომით მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე მომზადებული ნაშრომი უკვე გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია გაზაფხულზე ხელოვნების სასახლეში გაიმართება, მანამდე კი არ ვჩერდებით და მუშაობას ვაგრძელებთ ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილ ახალ საარქივო დოკუმენტებზე. ჰოდა, მართლაც რომ უნიკალური მასალებია, […]

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “კრიტიკოსებს მინდა ვკითხო”

– არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს! – აცხადებს მწერალი გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “ასეთ დროს კრიტიკოსებს მინდა ხოლმე, რომ ვკითხო: იცნობ ჰომეროსის, ევრიპიდეს, ჰეროდოტეს, სტრაბონის, გელასი კესარიელის, მოვსეს ხორენაცის, იერემია სოზომენის, სოკრატ სქოლასტიკოსის, ჯუანშერის, ლეონტი მროველის, ბასილი ეზოსმოძღვარის, ივანე ჯავახიშვილის, სარგის კაკაბაძის ნაშრომებს საქართველოს (კოლხა, დიაოხი, ეგრისი, ქართლი და სხვ.) შესახებ? […]

ქართველ მეფე მთავართა სამოსი, რომელიც მანამდე არ გინახავთ

5 დეკემბერს, 17 საათზე, ხელოვნების სასახლე ქართული ეროვნული სამოსის გამოფენას მასპინძლობს. ოქრო, ვერცხლი, მარგალიტები, იაგუნდი, ლალი, ძვირფასი და კეთილშობილი ქვებით დამშვენებული ნატიფი ხელოვნების ნიმუშები. უნიკალური სამეფო და სადედოფლო კოსტიუმების კოლექცია, ქართველ მეფე მთავართა სამოსი რომელიც მანამდე არ გიხილავთ. საზოგადოებას საშუალება ექნება ახალ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი 5 განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის მქონე ეროვნული კოსტუმი იხილოს. […]

5 განსაკუთრებული კოსტიუმი ხელოვნების სასახლეში

ნახეთ ევროპისთვის შექმნილი ფილმი მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურაზე

საქართველოს ხელოვნების სასახლე უახლოეს დღეებში დამთვალიერებელს ახალ სასიამოვნო სიურპრიზს შესთავაზებს. მუზეუმში ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნება. 5 განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის კოსტიუმის რესტავრაცია დასრულებულია. ეს პროცესი მთლიანად დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა დააფინანსა. უნიკალური რესტავრაციის დროს, აღდგა და გამაგრდა ძვირფასი ისტორიული ქსოვილი, მოხდა დაკარგული ოქროსა და ვერცხლის დეტალების აღდგენა. საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების […]

“მგონია, მეფე ერეკლე და მისი საგმირო საქმეები გაცოცხლდა!”

ერეკლე მეფე და გეორგიევსკის ტრაქტატი

საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია კიდევ ერთ სასიხარულო ამბავს ავრცელებს: “მაშ ასე, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, ხელოვნების სასახლეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროექტი დაფინანსდა, პროექტი სახელწოდებით “მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში”. უკვე ორი წელია დუბლინის ეროვნული ბიბლიოთეკიდან საქართველოში ჩამოვიტანეთ XVII-XVIII სააუკუნეების უნიკალური საგაზეთო ცნობები საქართველოს შესახებ. 300-ზე მეტი სტატია უაღრესად საინტერესო ცნობებს შეიცავს […]