მედეა ჯაფარიძე

მედეა ჯაფარიძის ძალიან საინტერესო ისტორია

მედეა ჯაფარიძის უარი თავის ნამდვილ გვარზე

მსახიობ მედეა ჯაფარიძის შესახებ მისმა უამრავმა გულშემატკივარმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ არის ისტორიები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. მარიკა ხიდირბეგაშვილი: “ბევრმა არ იცის, რომ მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე ცნობილი ქუთაისელი მსახიობი, გრიგოლ (გრიშა) კოსტავა იყო. ჩემი ბებია, ლილი ნუცუბიძე გრიშას ბიძაშვილი იყო და ხშირად ყვებოდა, როგორ წავიდნენ ნათესავები ახლადმოყვანილი რძლის, მედიკოს გასაცნობად. როცა სახლში შესულან, […]

მედეა ჯაფარიძის უარი თავის ნამდვილ გვარზე

მედეა ჯაფარიძის უარი თავის ნამდვილ გვარზე

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ კინოსა და თეატრის მშვენებამ მედეა ჯაფარიძემ თავის ნამდვილ გვარზე უარი თქვა. მედეა ჯაფარიძე სინამდვილეში გვარად მაჭავარიანი იყო, ჯაფარიძე კი მისი დედის გვარია. მიზეზი, რის გამოც მსახიობმა დედის გვარზე გადასვლა ამჯობინა, მამის ვალერიან მაჭავარიანის მენშევიკობა გახლდათ. მედეა ჯაფარიძის მამა უცხოეთში იყო ემიგრირებული, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, მსახიობი იძულებული გახდა ხიფათი თავიდან […]

“ქეთო და კოტეს” უმნიშვნელოვანესი სცენა განადგურებულია

"ქეთო და კოტეს" უმნიშვნელოვანესი სცენა განადგურებულია

ქართული კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმიდან “ქეთო და კოტე” უმნიშვნელოვანესი სცენა განადგურებულია. საბჭოთა ცენზურამ ფილმიდან მთავარი გმირების ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის სცენა ამოჭრა. კომუნისტებმა მიიჩნიეს, რომ ფილმში არ იყო საჭირო ეკლესიაში გადაღებული კადრების მოხვედრა, არადა, ბათუ კრავეიშვილისა და მედეა ჯაფარიძის გმირების სიყვარული სწორედ მალულმა ჯვრისწერამ გადაარჩინა. საბედნიეროდ, ისტორიას შემორჩა ფოტო, სადაც ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერაა […]

მედეა ჯაფარიძის უზუსტესი შეფასება

მედეა ჯაფარიძის უზუსტესი შეფასება

ქართველი მსახიობის მედეა ჯაფარიძის შესახებ არაერთ ცნობილ ადამიანს გამოუთქვამს თავისი მოსაზრება. იტალიელი პოეტი, მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა ულამაზეს და უნიჭიერეს ქართველ მსახიობს უზუსტესად აფასებდა და რთულია, მას ამაში არ დაეთანხმო: “დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ასე მოჭარბებულადაა მოძალებული ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერებაა ხედავდე […]

მედეა ჯაფარიძის მთავარი საიდუმლო

მედეა ჯაფარიძის მთავარი საიდუმლო

მსახიობ მედეა ჯაფარიძის მთავარი საიდუმლო მისი კეთილი გული, ბავშვური მიამიტობა და არაამქვეყნიური სილამაზე იყო. ამას თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავდა. ანი ანდრონიკაშვილი: “მედეა მე მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათბობს” – ამბობდა მასზე ვერიკო ანჯაფარიძე. “ქართული კინოს მშვენება”, “მარადიული სილამაზე”, “სათნოებისა და კდემამოსილების განსახიერება” – ეს ეპითეტებიც მედეა ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელსაც ასე უხვად […]

მედეა ჯაფარიძე – საქართველოს ულამაზესი ვარსკვლავი

მედეა ჯაფარიძე - საქართველოს ულამაზესი ვარსკვლავი

კინოსა და თეატრის მსახიობი მედეა ჯაფარიძე მაყურებელს არა მარტო თავისი სილამაზით, არამედ თავისი ნიჭიერებითაც ხიბლავდა. მისმა მეუღლემ – მწერალმა, რეჟისორმა და დრამატურგმა რეზო თაბუკაშვილმა მთელი თავისი შემოქმედება საყვარელ ქალბატონს მიუძღვნა. „თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე რამდენიმე წლის წინათ“, – ამ საოცარ სიტყვებს ეუბნება რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილის ფილმში “მზე შემოდგომისა” […]

სიმართლე მედეა ჯაფარიძეზე და რეზო თაბუკაშვილზე

რეზო თაბუკაშვილის მიძღვნა მედეა ჯაფარიძეს

მსახიობ მედეა ჯაფარიძეზე და კინორეჟისორ რეზო თაბუკაშვილზე არაერთი ისტორია ვრცელდება: ზოგი მართალია, ზოგი, – ტყუილი, ზოგიც – ხალხის მიერ მოგონილი ჭორი. როდესაც წყვილი დაქორწინდა, იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში, საწყალი რეზო და მედეა სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები მწარედ მოთქვამდნენო. ამ ისტორიასთან დაკავშირებით სიმართლეს ყვებოდა მედეა ჯაფარიძის უახლოესი მეგობარი და მეჯვარე – ტიციან […]

ბათუ კრავეიშვილი – ქეთოს იდეალური კოტე

ბათუ კრავეიშვილი - ქეთოს იდეალური კოტე

ოპერის მომღერალი ბათუ კრავეიშვილი ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში “ქეთო და კოტე” მთავარ როლს ასრულებს. მას პარტნიორობას ულამაზესი მედეა ჯაფარიძე უწევს. ვახტანგ ტაბლიაშვილმა “ქეთო და კოტე”-ში ცნობილი მსახიობები მიიწვია. მათთან ერთად ფილმში ოპერის მომღერლებიც მონაწილეობენ. ბათუ კრავეიშვილი თავის დღიურებში იხსენებდა, თუ როგორ აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე: “თბილისის კინოსტუდია „ქეთო და კოტეს” გადაღების სამზადისში იყო… ჩვენი თეატრიდან საცდელ გადაღებაზე […]

სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნიაზ დიასამიძე…

სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნიაზ დიასამიძე...

სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნიაზ დიასამიძე, შალვა ღამბაშიძე, დოდო აბაშიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ედიშერ მაღალაშვილი, გიორგი ხარაბაძე – ეს ის ადამიანები არიან, ვინც სხვადასხვა დროს” მხატვარ ბესიკ დუღაშვილის აზრით, ქართველი ხალხის ორიენტირები იყვნენ: “საზოგადოებას ყოველთვის, ნებისმიერ ეპოქაში ჰყავდა თავისი ორიენტირი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი… როცა ამ ეპითეტის მნიშვნელობა გავიაზრე, ხალხზე დავიწყე დაკვირვება… ვინ იყო ორიენტირი… ვინ […]

ეძღვნებათ მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს

ეძღვნებათ მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს

მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს მათმა შვილმა, მწერალმა და დარამტურგმა ლაშა თაბუკაშვილმა არაჩვეულებრივი ლექსი მიუძღვნა: “მე არ მეგონა, რომ მალე წავა, ჩემი ლამაზი, ვაჟკაცი მამა, არა მჯეროდა ლაღსა და თამამს, რომ ვერ ვპოვებდი საჭირო წამალს. და აი, როგორც დაცინვა ბედის უკანასკნელი ალერსი დედის. ბაცი ხაზია, არა წყვეტილი, აქ დაბადება, ათვლის წერტილი, იქ კი სიკვდილით გადაწყვეტილი, […]