ჭდე: მძევლები

ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოვეს

ირაკლი კვირიკაძე

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოვეს. მსახიობი, რომელსაც ქართველ ალენ დელონს უწოდებენ, ფართო საზოგადოებამ რეზო გიგინეიშვილის ფილმით “მძევლები” გაიცნო. ირაკლი კვირიკაძე ბერლინალეზე ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეულისთვის შეირჩა. ის პირველი ქართველი მსახიობია, რომელიც ამ სექციისთვის შეარჩიეს. ქართველი მსახიობის გარდა, ათეუულში მოხვდნენ იტალიელი, შვედი, ბრიტანელი, ნორვეგიელი, გერმანელი, ბელგიელი, უნგრელი, შვეიცარიელი და ნიდერლანდელი მსახიობები. ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეული […]

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლენილია

ოსკარის რიგით 90-ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოდან ანა ურუშაძის ფილმი “საშიში დედა” იბრძოლებს. სპეციალურმა კომისიამ 4 ფილმი ნახა – ანა ურუშაძის “საშიში დედა”, რეზო გიგინეიშვილის „მძევლები”, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და გიორგი ბარაბაძის „ლუკა” და ფარული კენჭისყრის შედეგად საუკეთესო ფილმი დაასახელა. კომისიაში შედიოდნენ რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, სცენარისტი კოტე […]

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” საფრანგეთში

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ერთ-ერთი ბოლო ფილმი “მძევლები” საფრანგეთის კინოთეატრებში იქნება ნაჩვენები. 3 აგვისტოდან კინოს მოყვარულები ფილმის ნახვას დიდ ეკრანებზე შეძლებენ. მონმარტზე რეზო გიგინეიშვილის ნამუშევრის აფიშები უკვე განთავსებულია. “მძევლები” 1983 წლის ნოემბერში მომხდარ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელსაც საზოგადოება თვითმფრინავის ბიჭების ისტორიის სახელით იცნობს. სცენარზე რეჟისორთან ერთად მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა, მუსიკა ფილმისთვის გია ყანჩელმა დაწერა. ფილმში […]

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” 2 პრიზით დაჯილდოვდა

რეზო გიგინეიშვილის ფილმმა “მძევლები” რიგით 28-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე “კინოტავრი” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. “კინოტავრმა” ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” რეზო გიგინეიშვილი დაასახელა, ნომინაციაში “საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი” კი გამარჯვებული ვლადისლავ ოპელიანცი გახდა. რეზო გიგინეიშვილის “მძევლების” მსოფლიო პრემიერა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმი კინოთეატრებში

თვითმფრინავის ბიჭების ისტორია წლებია ფართო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ამოუწურავი თემაა. მწერალმა დათო ტურაშვილმა პიესა დაწერა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა სპექტაკლი დადგა. კინორეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა კი ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც ბერლინალეზე შედგა. “მძევლები” – ასე ეწოდება ფილმს და ის რეალურ ამბავზეა აგებული. სცენარი რეჟისორთან ერთად ლაშა ბუღაძემაც დაწერა. ფილმის მსოფლიო პრემიერის შემდეგ, რეზო გიგინეიშვილის ნამუშევრის […]

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” ბერლინალეზე

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის “მძევლები” პრემიერა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის ერთი წინასწარი ჩვენება უკვე მოეწყო. 15 თებერვალს კი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ახალ ნამუშევარს მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები შეაფასებენ. “მძევლები” 1983 წლის ნოემბერში მომხდარ რეალურ ამბავზე – თვითმფრინავის გატაცებაზეა, რომელსაც ქართული საზოგადოება თვითმფრინავის ბიჭების ისტორიის სახელით იცნობს. ფილმი საქართველოს, რუსეთის და პოლონეთის […]