ჭდე: მარიტა

“აი, ასე უნდა დაიტირო მარიტა”

მწერალი მანანა დუმბაძე ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების თემას ეხმაურება: “აი, ასე უნდა დაიტირო მარიტა. რამდენჯერ სცადა ამქვეყნიდან წასვლა და გაფრინდა ბოლოს დაღალული პეპელასავით. გისამძიმრებ საქართველო!” მანანა დუმბაძე გიორგი ლეონიძის მოთხრობიდან “მარიტა” ამონარიდს ავრცელებს: ,,მარიტას სიკვდილმა, როგორც ხალხა იტყოდა, – მთები გადააბნელა, ქვეყანა დააცარიელა, ქვა დაადნო, კლდე დაშალა… ხალხური ლექსი იტყოდა: მარიტას სული პეპელასავით გაფრინდა და ანგელოზები […]

“ყველა მარიტაა, ვისაც საკუთარი გზის გავლას არ ვაცლით…”

აცხადებს მამა პეტრე კვარაცხელია და მიაჩნია, რომ “ღმერთს არ სჭირდება გაბოროტებული სამართალი…” მამა პეტრე ინიციატივითაც გამოდის, მარიტას სახელობის ბაღი გაკეთდეს და იქ მარტო ბროწეულები დაირგოს: “მარიტას სახელობის ბაღი გავაკეთოთ და მარტო ბროწეულები დავრგოთ!.. მთელი ცხოვრება დამნაშავე ვიქნებით ,,მარიტას” წინაშე… ვერანაირი ცრემლით ვერ ჩამოვრეცხავთ იმ ტალახს და წუმპეს, რასაც დაუღალავად ვესროდით… მთელი ცხოვრება დაგვამძიმებს სხვის ნაცვლად […]

ამბავი, რომელიც ყველაფერზე მეტია

მარიტა ნანატრი შვილი იყო. ის სამი ბიჭის შემდეგ გაჩნდა მახარაძეების ოჯახში და სიფრიფანა გოგონას დაბადება დიდი ჟრიამულითაც აღინიშნა. სწრაფად გაიბრინა დრომ – ჩვილობა, პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა, ბაღი, სკოლა. მარიტა უკვე დიდი გოგონა იყო, ლამაზი, ჭკვიანი, ზრდილობიანი. ძმები მცველებივით დაჰყვებოდნენ წინ და უკან და ისეთი ბედნიერები იყვნენ, მათ ყურებას არაფერი სჯობდა… *** – დე, ცუდად […]